საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ სასულიერო პირების დიდი რაოდენობა ფულმა და ძალაუფლებამ არაქრისტიანულ საქმიანობაში ჩაითრია.

"სამწუხაროდ ასეა, რომ ძალიან დიდმა ფულმა და ძალაუფლებამ, ბუნებრივია, ამ ინსტიტუტის [ეკლესიის] დიდი რაოდენობა ადამიანები ჩაითრია იმ საქმიანობაში, რომელიც არც ქრისტიანობასთან, არც საქართველოსთან არანაირ კავშირშია", — განაცხადა მარგველაშვილმა TV პირველის ეთერში.

ექსპრეზიდენტი იხსენებს, რომ მისი ახალგაზრდობის წლებში ეკლესია, გარკვეულწილად, იყო საბჭოთა კავშირთან ბრძოლის სიმბოლო, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი როლი ახლა შეცვლილია.

"ინსტიტუტი, რომელიც ჩვენი ეროვნულობის, დამოუკიდებლობის, შემწყნარებლობის, სიყვარულის, ვერცხლმოყვარეობაზე უარის თქმის და შეწირული ცხოვრების სიმბოლო იყო ჩემს ბავშვობაში და ჩემი ახალგაზრდობის წლებში, როდესაც ჩვენთვის საბჭოთა სისტემა იყო მტერი და გარკვეულწილად, პასუხი, ამ სისტემასთან ბრძოლის იყო ეკლესია, დღეს, სამწუხაროდ, მნიშვნელოვანწილად გახდა ვერცხლმოყვარეობის, ძალაუფლების და ძალადობის განმახორციელებელ ინსტიტუტად", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ნათელია სასულიერო პირების კავშირი არა მხოლოდ ძალადობასთან, არამედ "ძალადობის ფინანსურ, ეკონომიკურ და ქონებრივ საკითხებთან".

გაიგე მეტი: