არც თუ ისე ცოტა ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ირანელი მოჭადრაკე დორსა დერახშანი ირანის მთავრობა ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა. 18 წლის დიდოსტატის გუნდიდან გარიცხვის საბაბი გიბრალტარში გამართულ ტურნირზე ჰიჯაბის გარეშე გამოცხადება გახდა. ირანის ხელისუფლების აღნიშნულმა ნაბიჯმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თუ მუსლიმი ქალების გარკვეული ნაწილისთვის ჰიჯაბი არჩევანია, არსებობენ ისეთი ქალებიც, რომლებიც ამ რელიგიური აქსესუარის გამო რეპრესირებულები არიან.

სწორედ ამიტომ, გასაკვირია ნაიკის გადაწყვეტილება ხელი შეუწყოს ქალი ათლეტების ჩაგვრას და ტირანული სახელმწიფოების გულის მოსაგებად ასეთი სპორტული აქსესუარის წარმოება.

თუმცა სპორტსმენი, რომელიც თანამედროვე ჰიჯაბის სახე გახდა, აღფრთოვანებულია.

A post shared by Zahra Lari (@zahralari) on

საინტერესოა, რა რეაქცია ჰქონდა ზაჰრა ლარის მისი კოლეგა ათლეტის დორსა დერახშანის ნაკრებიდან მოკვეთაზე.

ნაიკის განცხადებით ჰიჯაბი, რომელსაც Nike Pro Hijab უწოდეს, მხოლოდ ნეიტრალურ მუქ ფერებში იქნება ხელმისაწვდომი.

მუქი ფერები და ქალთა ჩაგვრისა და უთანასწორობის სიმბოლო ერთ პაკეტში - ყოჩაღ ნაიკი!