"სხდომის ჩაშლის მცდელობას ვერ დავუშვებდი" — რატომ არ დაუშვეს დაშავებული ჟურნალისტები პარლამენტში სტუმრის სტატუსით
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 5-6 ივლისს, ჰომოფობიურ და ძალადობრივ აქციაზე დაშავებული ჟურნალისტების სტუმრის სტატუსით პარლამენტში არშეშვების მიზეზი არის ის, რომ სხდომის ჩაშლის მცდელობას ვერ დაუშვებდა. დღეს პარლამენტში მედია შეზღუდული რეჟიმით დაუშვეს. კერძოდ, შენობაში შესვლის საშუალება მიეცა მედიასაშუალებების სამ-სამ ჯგუფს, წინასწარ დაშვებული საშვებით. პარლამენტში შესვლისას კი ჩანთები გახსნეს და ხელით შეამოწმეს.
კახა კუჭავამ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ყველა ჟურნალისტს, ვისზეც საშვი მოითხოვეს, შესვლის უფლება მიეცა. სალომე სამადაშვილის თქმით კი, ისინი ითხოვდნენ სტუმრის სტატუსით იმ ჟურნალისტების შეშვება, რომლებიც ძალადობრივ აქციაზე დაშავდნენ.
"რატომღაც ჩათვალეთ, რომ დაზარალებულ ჟურნალისტებს არ ჰქონდათ უფლება დასწრებოდნენ სხდომას და ეს ჩემთვის არის გაუგებარიც და მიუღებელიც", — თქვა სამადაშვილმა.
კუჭავამ ისევ გაიმეორა, რომ მედიის მიერ წარმოდგენილ სიაში მყოფი ჟურნალისტები შენობაში შევიდნენ, სტუმრის სტატუსით არდაშვებულ ჟურნალისტებზე კი ასეთი განმარტება გააკეთა:
"დღეს ამ დარბაზში მათ შორის არიან ის ჟურნალისტებიც, გარკვეული რაოდენობა მათი, ვინც დაზარალებულად იქნა ცნობილი, ამიტომ მედიასაშუალებებს მიეცათ საშუალება წარმოედგინათ სია, ვინ სურდათ დასწრებოდა, ძალიან მარტივია. რაც შეეხება სტუმრებს, ზოგადად, უსაფრთხოებიდან გამომდინარე და კარგად გვახოვს ჩვენ, წინა რიგგარეშე სხდომა როგორ განვითარდა, ვერ დავუშვებდი, რომ დღეს, უმნიშვნელოვანესი სხდომაზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს უნდა მოვუსმინოთ, ისევ ჩაშლის მცდელობა ყოფილიყო. ჟურნალისტებზე არანაირი შეფერხება არ ყოფილა, ყველაზე დაიშვა საშვი, ვისზეც იყო მოთხოვნა, ეს არის ძალიან მარტივი საკითხი", — თქვა კუჭავამ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები