ვისურვებდი, გომელაურმა თქვას, რომ თავი ვერ გაართვა უფლებამოსილებას და დატოვოს თანამდებობა — ელისაშვილი
პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილს სურს, საპარლამენტო მოსმენაზე შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თქვას, რომ ტოვებს თანამდებობას.
"მე ვისურვებდი, მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ, ვისურვებდი, რომ გამოვიდეს ბატონი გომელაური, თქვას, რომ მან თავი ვერ გაართვა თავის უფლებამოსილებას 5 ივლისს, ვერ დაიცვა ჩვეულებრივი მოქალაქეები წინასწარ დაანონსებული ძალადობისგან და თქვას, რომ მან დატოვა თანამდებობა. ეს იქნებოდა ძალიან სწორი, ძალიან ღირსეული, სახელმწიფოებრივი და პასუხისმგებლობით სავსე ქმედება", — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პრაიდის კვირეულის დაწყებამდე ელისაშვილი თავადაც ეწინააღმდეგებოდა ღირსების მარშის გამართვას და აცხადებდა, რომ ვერ ხვდება, რატომ მართავენ ამ პრაიდს. თუმცა, უშუალოდ 5 ივლისს, ღირსების მარშის ჩატარების მოწინააღმდეგე ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმების შემდეგ ელისაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკრიტიკა და მას უნიათო უწოდა.
დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.
გომელაურის პარლამენტში მიწვევის ინიციატივა ჯერ კიდევ 28 მაისს, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ გამოთქვა. მას შს მინისტრის მიწვევა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სურდა, რათა კითხვები დაესვა პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მაშინ კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სამნიძის განცხადება "არ იყო აკურატულად შედგენილი" და თავიდან გაგზავნა სთხოვა. ამის შემდეგ კი ამბობდა, რომ მინისტრს 5 ივლისამდე, ანუ დაგეგმილ ღირსების მარშამდე, პარლამენტში მისვლა, შესაძლოა, ვერ მოესწრო. 1-ელ ივლისს, პრაიდის კვირეულის დაწყების დღეს, სამნიძემ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებთან ერთად სპეციალური ბრიფინგი გამართა და გომელაურს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პარლამენტში პრაიდის უსაფრთხოებაზე სასაუბროდ მისულიყო.
არც პრაიდის კვირეულამდე და არც მის განმავლობაში გომელაური პარლამენტში არ მისულა. მის მიმართ კითხვები მას შემდეგ მომრავლდა, რაც 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის საწინააღმდეგო გამოსულმა ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელს თავს დაესხნენ, შეიჭრნენ და დაარბიეს რამდენიმე სამოქალაქო მოძრაობის ოფისი. დღის წესრიგში დადგმა მისი გადადგომის მოთხოვნის საკითხიც.
გომელაური საჯაროდ მხოლოდ 8 ივლისს, ძალადობრივი კონტრაქციიდან მე-3 დღეს გამოჩნდა და თქვა პარლამენტში მივა, "ჯანმრთელობა თუ არ შეუშლის ხელს". გადადგომაზე დასმულ კითხვის პასუხად კი თქვა, რომ "ამაზე ბევრი ოცნებობს".
11 ივლისს გარდაიცვალა TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა. იგი ერთ-ერთია მედიის იმ ათობით წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიის პროტესტი უფრო გააქტიურდა — ჟურნალისტები, ათასობით მოქალაქესთან ერთად, პარლამენტის წინ რამდენჯერმე შეიკრიბნენ და მოითხოვდნენ როგორც გომელაურის, ისე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას. 17 ივლისის აქციის დროს მათ მოუწოდეს საპარლამენტო ოპოზიციას, დაესწროს გომელაურის მოსმენას და დაუსვან კრიტიკული კითხვები.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები