ნახეთ: კანის 74-ე კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია
კანის 74-ე კინოფესტივალი უპრეცენდენტო გადაწყვეტილებით, ჟიურის თავმჯდომარის დაბნეული პასუხებით და აუდიტორიის ემოციებით დასრულდა.
კანის 74-ე კინოფესტივალის მთავარი პრიზები ასე გადანაწილდა:
კანის მთავარი ოქროს პალმა ფესტივალის ყველაზე სკანდალურ ფილმს ჟულია დიუკურნოს ტიტანს ერგო — ეს არის სერიული მკვლელი გოგოს ამბავი, რომლის სექსუალური პარტნიორებიც ავტომობილები არიან. აგატა რუსელის გმირი სწორედ ავტომობილისაგან დაორსულდება.
კანი 74-ე კინოფესტივალის ჟიურიმ გრან პრი ორი სურათს გაუნაწილა — ასგარ ფარადის "გმირი" და იუჰო კუოსმანენის "კუპე ნომერი 6".
ლეო კარაქსი პოპ-ოპერისთვის "ანეტი" საუკეთესო რეჟისორად დასახელდა.
ანეტი სოპრანოს (მარიონ კოტიარი) და კომიკოსის (ადამ დრაივერი) იუმორნარევი მეტისმეტად ტრაგიკული ამბავია და, როგორც აღინიშნა, რეჟისორისთვის პერსონალურად მნიშვნელოვანიც.
ამ ისტორიის მოსაყოლად ლეო კარაქსმა ჯგუფ Sparks-ის საუნდტრეკი, თეატრი, ოპერა, ფერწერა, გრაფიკა და შემაშფოთებელი იმიჯების ვიზუალური რიგი გამოიყენა.
ჰარუკი მურაკამის მოკლე მოთხრობის სამსაათიანი ადაპტაციისთვის რიუსუკე ჰამაგუჩი საუკეთესო სცენარისთვის დააჯილდოვეს. ცოლის დაკარგვის შემდეგ თეატრის რეჟისორი ტოკიოდან ჰიროშიმაში კასტინგის ჩასატარებლად მიდის, რეჟისორმა ძია ვანია უნდა დადგას. სწორედ აქ გაიცნობს და დაუმეგობრდება მძღოლად მიმაგრებულ გოგოს.
ჟიურის პრიზი ისრაელელი ნადავ ლაპიდის და ტაილანდელი აპიჩატპონგ ვირასეტაკულისთვის გაიყო.
ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად რენატე რეინსვე დასახელდა — იოაკიმ ტრიერის "ყველაზე საშინელი ადამიანი დედამიწაზე" ნორვეგიული სურათია. იოაკიმ ტრიერის ფილმში იულია საკუთარი თავს და ცხოვრების არსს ამაოდ ეძებს.
კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ლენდრი ჯონსი დაჯილდოვდა. "ნიტრამი" ავსტრალიელი რეჟისორის ჯასტინ კურზელის ფილმია.
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
კომენტარები