კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ღარიბაშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს მედიის დისკრედიტაცია
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს შეწყვიტოს მედიის დისკრედიტაცია. ასე გამოეხმაურა კოალიცია იმას, რომ ღარიბაშვილის ღონისძიებაზე სამ ტელევიზია — მთავარი არხი, TV პირველის და ფორმულა არ მიიწვიეს. On.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს. რომ ამ სამ არხს "კითხვებზე პასუხები არ აინტერესებს" და ისინი მუდმივად "დესტრუქციულად" იქცევიან. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე არ იყო მიწვეული ონლაინმედიაც.
"კონკრეტული მედიასაშუალებების პრემიერის მონაწილეობით საჯარო ღონისძიებაზე გაშუქებაზე უკანონო შეზღუდვა ლახავს როგორც მედიის უფლებას განახორციელონ საკუთარი პროფესიული მოვალეობა, ასევე საზოგადოებას ართმევს შესაძლებლობას ინფორმაცია მიიღონ საჯარო ინტერესის შემცველი ღონისძიების შესახებ.
იმ ფონზე, როდესაც მედიის წარმომადგენლები არაერთი ძალადობისა და მუქარის მსხვერპლი არიან, პრემიერის დღევანდელი დისკრიმინაციული გადაწყვეტილება აძლიერებს ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას, ახალისებს დამატებით ძალადობას, იძალადონ, დააშინონ, მტრულად ან დისკრიმინაციულად მოეპყრონ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს", — ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.
კოალიცია, ასევე, ეხმაურება მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გავრცელებულ მუქარას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს გამოძიება დაიწყოს.
"დღესვე ცნობილი გახდა, რომ მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას ძალადობრივ ჯგუფის წევრები ალტ-ინფოს Facebook-არხის დაბლოკვის გამო სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან", — ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს პრემიერმინისტრს, შეწყვიტოს მედიის დისკრედიტაცია, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, დაიწყოს გამოძიება ნიკა გვარამიას მიმართ მუქარის შემცველი განცხადებაზე.
განცხადებას ხელს აწერენ:
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
- სატელევიზიო ქსელი tv net;
- მედიის განვითარების ფონდი MDF Media Development Foundation;
- Alliance of Broadcasters - Georgia / რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;~
- Media Rights • მედიის უფლებები;
- Rights Georgia / უფლებები საქართველო;
- ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation;
- სამართლიანი არჩევნები (ISFED);
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative;
- საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
მედიაკლუბი.
გაიგე მეტი:
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
კომენტარები