ევროპაში მომხდარი წყალდიდობი შედეგად, სულ მცირე, 120 დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

უცხოური მედიები წერენ, რომ 15 ათასამდე პოლიციელი, ჯარისკაცი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან განლაგებული გერმანიის სხვადასხვა ნაწილში, რათა სამძებრო სამუშაოები ჩაატარონ. BBC-ის განცხადებით, გერმანიაში რამდენიმე სოფელი სრულად განადგურებულია, ხოლო 1 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ფოტო: REUTERS/Thilo Schmuelgen

მედიის ცნობით, მინიმუმ, 100 ადამიანი დაიღუპა გერმანიაში, ხოლო 20 — ბელგიაში. წყალდიდობა იყო ნიდერლანდებში, ლუქსემბურგსა და შვეიცარიაშიც. გამოცემის ცნობით, ბელგიის პრემიერმინისტრმა 20 ივლისი გლოვის დღედ გამოაცხადა.