დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დღევანდელი მონაცემებით, NCDC-ის თანამშრომელთა 61%-ია აცრილი.

"ჩვენთან NCDC-ში დღეს არის 61% აცრილი და ძალიან მინდა, რომ ამ თვის ბოლოს ან აგვისტოს შუა რიცხვებისთვის იყოს 100%, რათა ჩვენ უსაფრთხოდ ვიყოთ. ყველა ჩვენგანმა მოვიკითხოთ, სადაც ვმუშაობთ ვინ არიან აცრილები. მხოლოდ აცრა შეაჩერებს პანდემიას, მეტი ვერაფერი", — აცხადებს გამყრელიძე.

Stopcov.ge-ს თანახმად, 16 ივლისის მონაცემებით, საქართველოში სულ 334 199 ადამიანი აიცრა, დღიურად აცრილია 8 448 პირი.