დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

რაგბის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლევან მაისაშვილს კორონავირუსი აქვს, ის მართვით სუნთქვაზეა. როგორც საქართველოს რაგბის პრესსამსახურში On.ge-ს უთხრეს, ის სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა და ამ ეტაპზე იქ მკურნალობს.

"შეუცვალეს ჰოსპიტალი. ხელოვნურ სუნთქვზე გადაიყვანეს, როცა უარესდებოდა სიტუაცია, როცა 25% იყო ფილიტვის უმოქმედო, დროულად დაიწყეს მკურნალობა. მძიმეა მდგომარეობა, მაგრამ მეთვალყურეობის ქვეშ არის, უკეთესობისკენ", — აცხადებენ იქ.

16 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 466, ხოლო გარდაიცვალა — 13 ადა

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: