რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, რუსთავი 2-ის საქმეზე, უვადოდ შეაჩერა. ამის შესახებ, იგი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

მისივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას ეკრძალება, აღასრულოს უზენაესი სასამართლოს განჩინება იმ მომენტამდე, ვიდრე ამის უფლებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ მისცემს.

შეტყობინება სტრასბურგიდან სამაუწყებლო კომპანიის იურისტებმა რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

2 მარტს ტელეკომპანია რუსთავი 2 საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მის ძველ მფლობელს, ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანიას მიაკუთვნა. არხის იურისტებმა გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს. თავდაპირველად, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა.