საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, თუ ხელისუფლების მხრიდან არ იქნება მკაცრი და მკაფიო მესიჯი, ეს გარკვეულწილად ძალადობას წაახალისებს. კელი დეგნანის თქმით, ხელისუფლებისგან მკაფიო მესიჯი უნდა იყოს, რომ მოძალადეები დაისჯებიან.

"ძალადობა მიუღებელია. ხელისუფლებისგან უნდა იყოს ძალიან მკვეთრი, ძლიერი და ნათელი მესიჯი, რომ ის პირები, ვინც რაღაც ფორმით მონაწილეობდა ამ პროცესში, იქნებოდა ეს ძალადობაში მონაწილეობა, წახალისება თუ სხვა რამ, მიეცემიან პასუხისგებაში. თუ არ იქნება მკაცრი და მკაფიო მესიჯი ხელისუფლების მხრიდან, ეს გარკვეულწილად წაახალისებს სხვებს ძალადობისკენ. ხელისუფლების ფუნდამენტური პასუხისმგებლობაა, დაიცვას მოქალაქეები და მათ მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოხატვა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში", — ამბობს კელი დეგნანი.

5-6 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილე ჰომოფობიური ჯგუფების მიერ მედიაზე ძალადობის შედეგად ათობით ჟურალისტი დაშავდა, TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა კი, რომელიც მძიმედ იყო დაშავებული 11 ივლსს გარდაიცვალა. ამის გამო, მედიამ იმ დღესვე საპროტესტო აქცია გამართა, რადგან სახელმწიფომ მედიის და გამოხატვის უფლების დაცვა ვერ/არ უზრუნველყო და ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილიც შეუერთდა. საპასუხოდ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებზე ძალადობა ნაციონალურ მოძრაობას დააბრალა. მედიის პროტესტი გრძელდება.