ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. როგორც On.ge-ს ევექსის პრესსამსახურში უთხრეს, ჩვილი დაახლოებით 25 დღის იყო და 16 დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე ჰყავდათ.

კლინიკაში მართვით სუნთქვაზე რჩება კორონავირუსით ინფიცირებული ორი ჩვილი, მათი მდგომარეობა მძიმეა.