ზურაბ მახარაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს
ძალადობრივი და პრორუსული არხის, ალტ-ინფოს ერთ-ერთი წამყვანი, ზურაბ მახარაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. როგორც მისმა ცოლმა, ლიკა კასრაძემ On.ge-ს უთხრა, პოლიცია მათთან დაახლოებით 08:30 საათზე მივიდა და ჩხრეკა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"ვადასტურებ, რომ იყო ჩხრეკა, მათთვის საინტერესო ნივთები წაიღეს და ზურაც გაიყოლეს რაღაცა პროცედურებთამ დაკავშირებით, ოღონდ არ ვიცი რა პროცედურებია. როგორც ვიცი, დაკავებული არ არის, რაღაცა პროცედურაა სტანდარტული, რომელიც უნდა ჩაატარონ და შემდგომ გამოჩნდება კიდევ", — აცხადებს კასრაძე.
მან არ დააკონკრეტა, რა წაიღო პოლიციამ და აღნიშნა, რომ ამას საჭიროდ არ მიიჩნევს.
ლიკა კასრაძის ინფორმაციით, მახარაძე მანამდე გამოკითხვაზე ერთხელ იყო დაბარებული. ამ ეტაპზე, მახარაძე თბილისის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი.
ცოტახნის წინ რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიცია ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების, გურამ ფალავანდიშვილის, კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძის სახლებს ჩხრეკს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, საგამოძებო მოქმედებები რამდენიმე მისამართზე უკვე ჩატარდა და რამდენიმეზე გრძელდება, თუმცა უწყებაში კონკრეტულ გვარებზე არ საუბრობენ.
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5-6 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. 5 ივლისს დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს და მომდევნო დღეებში გავრცელდა.
6 ივლისის ძალადობის გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია გაიმართა, სადაც მოძალადეები მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც. პოლიცია მოძალადეებს აკავებდა, თუმცა საღამოს, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები ტერიტორიიდან გაიყვანა და მოძალადე ჯგუფები რუსთაველზე შეუშვა. მათ მეორედ ჩამოგლიჯეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა.
5-6 ივლისის ჰომოფობიურ კონტრაქციებზე დარბევებსა და ძალადობებს აორგანიზებდნენ და ძალადობისკენ მოწოდებებს აკეთებდნენ ფალავანდიშვილი, მორგოშია და მახარაძე. მიუხედავად იმისა, რომ 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ საზოგადოება აქტიურად ითხოვს ორგანიზატორების დასჯას, ისინი დაკავებულები არ არიან. აქამდე, არც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.
პარლამენტიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მორგოშია იქ შეკრებილ ჰომოფობიურ და ძალადობრივ ჯგუფებს აორგანიზებს და სირცხვილიას ოფისისკენ გადასვლისკენ მოუწოდებს.
რაც შეეხება ზურაბ მახარაძეს, ის ძალადობრივი და პრორუსული არხის, ალტ-ინფოს ერთ-ერთი წამყვანია. ალტ-ინფო სიძულვილის გავრცელებას სხვადასხვა არხით ცდილობს. თავდაპირველად ის მხოლოდ ინტერნეტში "მუშაობდა", შემდეგ კი ტელევიზიაც დააფუძნეს და კომუნიკაციების კომისიამ მათ მაუწყებლობის უფლება მისცა.
ალტ-ინფოს Facebook გვერდი არაერთხელ დაბლოკილა, წაშალეს მათთან დაკავშირებული ქსელიც. ისინი რამდენჯერმე ხელახლა დარეგისტრირდნენ და სხვა პლატფორმების გამოყენება დაიწყეს. 11 ივლისს კი, ალტ-ინფოს ვებგვერდიც გაუთიშეს. სწორედ ალტ-ინფო იყო 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის თანაორგანიზატორი. მათი ტელეგრამის არხში აქტივისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარები ვრცელდებოდა.
-
გადახედვაბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს ბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს
-
გადახედვათბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია! თბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!
-
გადახედვამთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა მთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა
-
გადახედვადააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც დააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
კომენტარები