პურის მცხობელთა ასოციაციაციის თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძე განმარტავს პურის რომელ სახეობაზე და რამდენით მოიმატა ფასმა. მისი თქმით, სუბსიდირების ფარგლებში მწარმოებლებს ფქვილი 53 ლარად მიეწოდებოდათ, პროგრამის დასრულების შემდეგ კი ფქვილის ფასმა 60-62 ლარამდე აიწია, რამაც, შესაბამისად, გაზარდა ფასი პურზეც.

"სუბსიდირება დასრულდა მიმდინარე თვის 1-ელ რიცხვში და კომპანიები, გამომდინარე ფქვილის ღირებულებიდან [გამომდინარე], იძულებული შეიქმნენ კორექტირება შეეტანათ ზოგიერთ ასორტიმენტში. მხედველობაში მაქვს ქვის, თეთრი, ბატონისებური პური, პირველი ხარისხის პური, [ფასი] დაახლოებით შეცვლილი არის 10 თეთრით", — აცხადებს დოლიძე.

მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ ქსელში პურის ფასმა 15 თეთრითაც მოიმატა, თუმცა აცხადებს, რომ ამაზე პასუხისმგებელი ასოციაცია ვერ იქნება.

"ჩვენ მოვუმატეთ 10 თეთრი, მაგრამ, მე არ ვარ პასუხისმგებელი იმაზე, მაღაზიები როგორ იქცევიან ამ შემთხვევაში. იცით, ფასების ლიბერალიზაციაა, ზოგმა შეიძლება თავისი შეხედულებით ცოტა მეტიც დაადოს ფასი, რაც, მე ვთვლი, რომ ამ ეტაპზე არასწორი მოქმედება იქნება მათი მხრიდან", — განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

დოლიძე ვარაუდობს, პურის ეს ფასი ოქტომბერ-ნოემბრამდე შენაფრჩუნდება.