იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილები შევიდა, რომლის თანახმად, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.

2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების მიხედვით, 19 ივლისიდან ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება დასაშვები.

გარდა ამისა, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება დასაშვები.

ცვლილებებს ხელს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.