10 გზა, რომლითაც ზუსტად დაადგენ, გოგო გეყოლება თუ ბიჭი
ვინც კი ორსულად ყოფილა, კარგად იცის: ახალბედა მშობლებს ხშირად ნათესავები და ოჯახის წევრები არამეცნიერულ, თუმცა შთამბეჭდავ ვერსიებს სთავაზობენ იმის გამოსაცნობად, თუ რომელი სქესის იქნება ბავშვი.
1.ტკბილეულის მოთხოვნილება
რადგან ორსულობისას ქალს ტკბილეული მოუნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მისი სურვილები აუცილებლად პატარას სქესზეა დამოკიდებული და ის გოგო იქნება. იქნებ უბრალოდ რამე გემრიელი სურს, რათა თავი უკეთ იგრძნოს? თუ გარშემომყოფები გამუდმებით ბავშვის სქესის გაგებას სთხოვენ, წარმოგვიდგენია, როგორ სჭირდება მას კარგი განწყობა.
2. მუცელის ერთი მიმართულებით ზრდა
დაბლა დაწეულია? — ბიჭი იქნება! თუ პირიქით?
ანუ თითქოს უფრო ოვალურია, ვიდრე მრგვალი, ხო?
აბსურდულად ხომ არ ჟღერს?
დაახლოებით იგივენაირად, როგორც მეზობლის კითხვა "ბიჭი გირჩევნია თუ გოგო?"
3. მოუქნელობა და ორსულობა
ასეთი მითიც არსებობს — თუ ორსულობისას ქალი მოუქნელი გახდა, ბიჭი გეყოლებაო, თუმცა ამას ბავშვის სქესთან არანაირი კავშირი აქვს. უბრალოდ, თუ იმაზე დავფიქრდებით, რომ მუცლით ქალი პაწაწინა ადამიანს ატარებს, მოუქნელობის მიზეზები უფრო ცხადი გახდება.
თუ დედას მე-9 თვეში თასმების შეკვრა უჭირს, მაინცდამაინც ბიჭის მშობელი კი არა, უბრალოდ ადამიანია, რომელსაც მეორე მშობლის დახმარება სჭირდება.
4. ძილის პოზის ამოჩემება
ორსულ ქალს სულ მარცხენა მხარეს უნდა რომ იწვეს, ან ზურგზე... ბიჭია? არადა ადრე სულ მუცელზე უყვარდა ძილი. ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს, რომ ახლა მუცელზე წოლა აღარ გამოსდის? მარჯვნივ გადაბრუნება იმას ხომ არ მოასწავებს, რომ გოგო ეყოლებათ?
ამ კითხვაზე სწორი პასუხი გვაქვს: ექიმები მარცხენა მხარეს წოლას უწევენ რეკომენდაციას, თუმცა ექიმებისვე აზრით, ამას არავითარი კავშირი არ აქვს ბავშვის სქესთან.
5. მამის წონაში მატება
ერთი ასეთი მითი გვსმენია: თუ პარტნიორმა ორსულობის დროს წონაში მოიმატა, ეს იმის ნიშანია, რომ გოგო გაჩნდება, ან იმის, რომ ცდილობს, სოლიდარობის მიზნით მანაც აკრიფოს კილოგრამები.
6. ცეკვა-თამაშის განწყობა
ორსულობისას მშობლების აქტიურობა, არ ნიშნავს, რომ ეს ბავშვის სქესთანაა დაკავშირებული ან პატარას მომავალ ხასიათი ამით განისაზღვრება. ცეკვა-თამაში გოგოსაც უყვარს და ბიჭსაც. აქტიურობა ან განწყობის ხშირი ცვლილება ორსულობის ნაწილია და ესტროგენის ჰორმონითაა განპირობებული.
7. ხმის ტემბრის ცვლილება
მშვიდი, ნაზი, შედარებით მონოტონური და უფრო ღრმა ხმის ტემბრი შენიშნე ორსულობისას?
მგონი, გოგოს ნიშნავს? ან იქნებ ბიჭს? იქნებ ბიცოლამ იცოდეს?
არ ვიცით, მეზობელი ან ნათესავი რას იტყვის, მაგრამ ვიცით, რას ამბობენ სასექსის უნივერსიტეტის მკვლევრები. მათი მიგნებით, ხმის ტემბრის ცვლილება უბრალოდ ორსულობის ერთ-ერთი ნიშანია.
8. თმის სტრუქტურის გაუმჯობესება
ხშირად თმის სტრუქტურის გაუარესებას ჯერ არდაბადებულ გოგოს აბრალებენ, ხოლო პირიქით გაუმჯობესებას — ბიჭს მიაწერენ. თუმცა, სინამდვილეში თმის სწრაფი ზრდა, ნაკლები ცვენა და მეტი ბზინვარება ჰორმონების დამსახურებაა.
9. მხურვალება
ამბობენ, რომ თუ ქალს ორსულობისას სცხელა, ბიჭი გაუჩნდებაო. არადა, თითქმის ყველა ორსულს სცხელა და როგორღაც, გოგოებიც ვიბადებით.
საქმე იმაშია, რომ ორსულობის პერიოდში სისხლის მოცულობა ქალის სხეულში თითქმის 50%-ით იზრდება. დატვირთვასთან გასამკლავებლად სისხლძარღვები ფართოვდება, გაზრდილ მუცელთან ერთად მოძრაობისას კი სიცხის შეგრძნება მატულობს.
10. დედას სულ უნდა, რომ მუცელი სხვებს აჩვენოს
და თან, მუცელზე ხელს ზემოდან ქვემოთ უსმევს, ან მის სიმძიმეს ქვემოდან იჭერს... ამ უცნაურ მოვლენებს ბიჭის და გოგოს სიმძიმესთან საერთო არა, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი ახსნა აქვს:
შენ ორსულად ხარ, სიამაყის და ბედნიერების გაზიარება კი ძალიან ბუნებრივია! ახლა მთავარი შენი და შენი მომავალი პატარას ჯანმრთელობა და კეთილდღეობაა, ამაში კი ყველამ ხელი უნდა შეგიწყოს. შენც ხომ კარგად იცი? სქესს მნიშვნელობა არ აქვს!
UNFPA-ს კვლევის თანახმად, საქართველოში ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში, ოჯახების 46% ბიჭს მიანიჭებდა უპირატესობას. ნუ იქნები ამ სტატისტიკის ნაწილი: გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრობლემას მოვაგვარებთ მაშინ, როცა ვაღიარებთ მის არსებობას.
მასალა მომზადდა პროგრამის "ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში", რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები