კორონავირუსს, რომლის სიმპტომებიც თვეები გრძელდება, ხანგრძლივ კოვიდს უწოდებენ. საერთაშორისო კვლევამ დაამტკიცა, რომ მას 200-ზე მეტი სიმპტომი აქვს.

დადგინდა, რომ ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომები, ტვინის დაბინდვიდან და ჰალუცინაციებიდან, კანკალამდე და ყურების წუილამდე, მოიცავს 10 ორგანულ სისტემას.

"დიდ ბრიტანეთში პოსტკოვიდური კლინიკების დიდ ნაწილს, რესპირატორული რეაბილიტაცია აქვს, მაგრამ არსებობს მრავალი სხვა პრობლემა, რომლის მიმართაც კლინიკებს სჭირდებათ უფრო ჰოლისტიკური მიდგომა",— თქვა ათენა აკრამიმ, რომელიც ლონდონის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი და კვლევის უფროსი ავტორია.

ერთ-ერთი კვლევის დროს გამოიკვლიეს 3762 ადამიანი, 56 ქვეყნიდან. მათზე მიიტანეს ეჭვი, რომ ჰქონდათ ხანგრძლივი კოვიდი, რადგან 203 სიმპტომის გამოვლენა ზუსტად ამ ტიპის კორონავირუსს ახასიათებს. კვლევა გამოქვეყნდა ჟურანლში Lancet.

გამოვლენილი სიმპტომებიდან ყველაზე გავრცელებული იყო დაღლილობა, სისუსტე, ჯანმრთელობის გაუარესება, გონების დაბინდვა, ჰალუცინაციები, ყურების წუილი, კანკალი, კანის ქავილი, მეხსიერების დაკარგვა და სხვა.

მეცნიერების მნიშვნელოვანი დასკვნაა ისიც, რომ ექვსი თვის შემდეგ დარჩენილი სიმპტომების უმეტესობა სისტემურ ხასიათს იღებს.

გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების დაახლოებით 22% აცხადებს, რომ აღარ შეეძლოთ მუშაობა, რის გამოც სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო 45% ითხოვდა შემცირებულ სამუშაო გრაფიკს.