ზაფხული, მზე და დასვენება კარგია, მაგრამ ზოგჯერ გაუსაძლისი სიცხე თავს გვაბეზრებს. აბეზარ ტემპერატურასთან ბრძოლას ყველა სხვადასხვა მეთოდით ვახერხებთ, თუმცა, ალბათ, არაფერია ცივ სასმელებზე გემრიელი და ეფექტური გზა. ეს სასმელები ზაფხულის მაგიასაც გვაგრძნობინებენ და სიცხის ატანაშიც გვეხმარებიან.

ამ სტატიაში 5 სასმლის რეცეპტს შემოგთავაზებთ. ყველა მათგანი მარტივად მზადდება და ზაფხულში შეუცვლელია.

1. საზამთროს გასპაჩო

ამ საზაფხულო გასპაჩოს გაკეთება დამწყებ მზარეულსაც კი არ გაუჭირდება. საზამთრო, კიტრი, ხახვი და ჰალაპენიო ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ბლენდერში ათქვიფეთ, შემდეგ კი ვაშლის ძმარი და მარილი ჩაამატეთ. სასურველ ჭურჭელში მოათავსეთ და 30 წუთით მაცივარში შეინახეთ. თქვენი საფირმო გასპაჩოს მოსამზადებლად მეტი არაფერია საჭირო.

2. ქლიავის და ბეგქონდარის ცივი ჩაი

3 ჭიქა წყალი აადუღეთ, გადმოდგით გაზიდან, ჩაის პაკეტები ჩაყარეთ და 10 წუთი დაელოდეთ, შემდეგ პაკეტები ამოიღეთ. თაფლი, ქლიავი და ბეგქონდარი ჩაუშვით და კარგად მოურიეთ. სამწუხაროდ უგემრიელესი ცივი ჩაის მომზადება ამით არ დასრულებულა, დაახლოებით 90 წუთი ლოდინი მოგიწევთ, სანამ კარგად გაცივდება

3. ნესვის და პიტნის ლიმონათი

ნესვი და ლიმონის წვენი ბლენდერში ერთგვაროვან მასად აქციეთ, შემდეგ წყალი და შაქრის სიროფი დაუმატეთ და ისევ მოურიეთ. ყინულებიან ჭიქაში დაასხით, პიტნის ფოთლები დაამატეთ და სულ ესაა.

4. კენკრის შეიქი

ამ უგემრიელესი კენკრის შეიქის მოსამზადებლად 5 წუთიც არ გჭირდებათ, უბრალოდ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში მოათავსეთ და როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ გამორთეთ. მაცივარში კარგად გააგრილეთ და მიირთვით. კიდევ ერთი რჩევა: სხვებს ნუ გაასინჯებთ, რადგან ყოველ წუთს ხელახლა მომზადებას გთხოვენ.

5. მარწყვის და ატმის სმუზი

სმუზის მომზადებაზე მარტივი არაფერია. ყველა ინგრედიენტი ბლენდერში მოათავსეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დაატრიალეთ, კარგად გაგრილებამდე მაცივარში შეინახეთ და მიირთვით. შეგიძლიათ ზაფხულის ყოველი დილა ვიტამინებით გაჯერებული ამ სასმლით დაიწყოთ.

ალტა კომპიუტერული და საოჯახო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზიაა, რომელიც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობს და მომხმარებელს ათასობით პროდუქტს სთავაზობს. სასურველი ბლენდერის შეძენას ალტაში შეძლებ.