მკვლევრები აცხადებენ, რომ თუ კიბოს უჯრედების დნმ-ს დასხივებული იოდის მატარებელი ნანონაწილების მიერ გამოყოფილი ელექტრონების ზემოქმედების ქვეშ მოვათავსებთ, ისინი მოკვდებიან. კვანტური ფიზიკის ამ ფენომენმა შესაძლოა კიბოს რადიაციული თერაპია წინ წასწიოს და ის კიბოს მეტი სახეობის წინააღმდეგ უფრო ეფექტური გახადოს.

შესაძლოა, კვანტური ფიზიკისა და კიბოს გაგონებამ ერთ წინადადებაში დაგაეჭვოთ, თუმცა ამ ახალ ტექნოლოგიას კიოტოს უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული, მიმოხილული კვლევა ადასტურებს. ტექნოლოგია კი ფოტოელექტრულ ეფექტს ეფუძნება, რომელიც 1887 წელს აღმოაჩინეს და 1905 წელს აინშტაინმა კვანტური რევოლუციის წამომწყები, ვრცელი კვლევა მიუძღვნა.

"მეტალის რადიაციით დასხივება ელექტრონების გამოყოფას იწვევს. ჩვენი კვლევა იმის მტკიცებულებაა, რომ ფოტოეფექტის რეპლიკაცია კიბოს უჯრედებშიც შესაძლებელია," — თქვა პროფესორმა ფუიჰიკო ტამანოიმ პრეს განცხადებაში.

ერთი შეხედვით, შეიძლება წარმოიდგინოთ რადიაციული თერაპიირს დროს, პაციენტები იმდენად ძლიერ დასხივებას ღებულობენ, რომ მიღებული რადიაცია კიბოს უჯრედების დნმ-ს პირდაპირ შლის. თუმცა პროცესი ამაზე მეტად კომპლექსურია. ხშირად, იქს-სხივების მოლეკულებზე ზემოქმედების შედეგად თავისუფალი "რადიკალები" წარმოიქმნება, რომლებიც ამ ტექნოლოგიის გამოყენებისას კიბოს უჯრედების დნმ-ს დააზიანებენ და უჯრედებს მოკლავენ. თუმცა, თავისუფალი რადიკალები ჟანგბადს შეიცავენ, რაც იმას ნიშნავს რომ თუ ორგანიზმში, სამიზნე რეგიონში, საკმარისი ჟანგბადი არ მოიპოვება, მაშინ რადიკალები ვერ წარმოიშობიან. ეს კი ტექნოლოგიის ეფექტურობას შეამცირებს.

ამიტომ, მეცნიერები ცდილობენ იპოვონ გზა, რითიც ჟანგბადის საჭიროებას გამორიცხავს. ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალი ნანონაწილაკის გადოლინიუმით დატვირთვა, სამიზნე ქსოვილის რეგიონში ამ ნანონაწილაკების შეყვანა, და დასხივებაა, რის შედეგადაც გადოლინიუმი ელექტრონებს გამოყოფს და კიბოს უჯრედებს დნმ-ის დაზიანებით მოკლავს. მაგრამ, თვით ელემენტი გადოლინიუმი ძალიან იშვიათი და რთულად მოსაპოვებელია. მკვლევარებმა აღმოაჩინეს რომ 33.2 კილოელექტოვოლტის მქონე იოდინს, რომელიც უფრო ადვილად გამოიმუშავება, გადოლიუმის ჩანაცვლება შეუძლია.

ამ ტექნოლოგიის ეფექტურობა თაგვებზე ექსპერიმენტებით (ადამიანებზე ლაპარაკი ზედმეტია) ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა 30 წუთიანი რადიოთერაპია საკმარისი აღმოჩნდა 3D ქსოვილში, კიბოს უჯრედების მოსაკლავად.

"ჩვენი კვლევა კვანტური ფიზიკის ფენომენის კიბოს უჯრედებში გამოყენების მნიშვნელოვანი მაგალითია. ჩანს, რომ დნმ-თან ახლოს მცირე ენერგიის მატარებელი ელექტრონები წარმოიშობა, რომლებიც დნმ-ის ორჯაჭვიან წყვეტას იწვევენ და რაც საბოლოოდ, უჯრედის დაპროგრამებულ სიკვდილამდე (აპოპტოზამდე) მიდის," — განაცხადა კვლევის თანაავტორმა, კოტარო მაცუმოტომ.

ცხოველებზე ექსპერიმენტები უკვე იგეგმება. ტექნოლოგიას პოტენციალი ნამდვილად აქვს. ვინ იცის, იქნებ კვანტური ფიზიკა კიბოს განკურნების გზის პოვნაში დაგვეხმაროს.

.