ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივნისში უცხოეთიდან 202 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი მივიღეთ — ეს ერთ თვეში მიღებული გზავნილების მოცულობებს შორის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის ივნისში გადმორიცხული თანხების მოცულობა გასული წლის იმავე თვის მონაცემს 19,3%-ით აჭარბებს.

ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტი გზავნილი რუსეთიდან ($39,1 მილიონი), იტალიიდან ($31,7 მილიონი) და აშშ-დან ($25 მილიონი) მივიღეთ.

რაც შეეხება იანვარ-ივნისის სტატისტიკას, უცხოეთიდან მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში 1,08 მილიარდი დოლარი მივიღეთ, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 40,8%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში საქართველოდან უცხოეთში 26,5 მილიონი დოლარი გადაირიცხა. ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტი თანხა რუსეთსა ($7,6 მილიონი) და თურქეთში ($6,3 მილიონი) გაიგზავნა.