სინგაპურში მოტივტივე მზის პანელების ფერმა თენგის წყალსაცავზე გახსნილია. ფერმა 122 000 მზის პანელისგან შედგება და 45 ჰექტარს ფარავს, რაც, დაახლოებით, 45 ფეხბურთის მოედნის ფართობის ტოლია. 60 მეგავატ-პიკის სიმძლავრის მზის ფოტოვოლტური (PV) ფერმა ოფოციალურად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპერაციული მოტივტივე PV სისტემაა.

ფოტო: Sembcorp Industries

მზის პანელების ფერმის პროექტი განხორციელდა იმისათვის, რომ სინგაპურმა 2025 წლამდე მზის ენერგიის წარმოების შესაძლებლობა გააოთხმაგოს. ეს მიზანი კი თავისთავად კლიმატური კრიზისის პრობლემის გადაჭრას ემსახურება.

როგორც კუნძლულოვან სახელმწიფოს, რომელიც ფართობით ლონდონზე ორჯერ უფრო პატარაა, სინგაპურს არ გააჩნია საკმარისი სახმელეთო რესურსი, რომ დიდი მზის პანელების ფერმები კუნუძულზე ააგოს. ამიტომაცაა, რომ ახალი PV სისტემა ხმელეთის მაგივრად წყალზე განთავსდა.

სინგაპურის მცირე ზომის მიუხედავად, ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნახშირორჟანგის მწარმოებელია აზიაში, AFP-ს ანგარიშის თანახმად.

ფერმის მშენებელი კომპანიის, Sembcorp Industries წარმომადგენლებმა პრესასთან განაცხადეს, რომ მზის პანელების ფერმის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 7 ადგილობრივ წყლის ქიმიური წმენდის სადგურს მოამარაგებს და სინგაპურის ეროვნული წყლის სააგენტოს წლიური ენერგიის ხარჯებს 7%-ით შეამცირებს.

ეს დაახლოებით იგივეა რაც 7000 მანქანის გზებიდან გაქრობა და წლიურად ნახშირორჟანგის დაბინძურების 32 კილოტონით შემცირება.

მზის პანელების ფერმის მშენებლობა 2020 წლის აგვისტოში დაიწყო. Sembcorp Industries-ს განცხადებით ''ახალი სამშენებლო მეთოდების" გამოყენებით, პროექტის შენების სიჩქარე 50%-ით გაიზარდა.

წყალზე მოტივტივე კონსტრუქციები მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისგანაა (HDPE) დამზადებული და გადამუშავებადი, ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ მდგრადი და კოროზიამდგრადია.

მომავალში, სინგაპური აპირებს აქტიურად გამოიყენოს მისი წყლის რესურსები, რათა მზის პანელების ფერმები ააშენოს და მიაღწიოს მიზანს, რომ ეკოლოგიურად უფრო მდგრადი გახდეს. სინგაპურის მთვავრობა უახლოეს მომავალში 13000 პანელიანი PV სისტემის აგემას ჯოჰორის სტრუზეტეზეც (რომელიც მას მალაიზიისგან გამოყოფს) გეგმავს.