ინოვაციური ახალგაზრდული საქმიანობის მხარდასაჭერად ახალი პროექტი ხორციელდება
ზაფხული, როგორც წესი, დასვენებისა და განტვირთვის დროა, თუმცა, ამ პერიოდში ახალგაზრდული ორგანიზაციები უფრო აქტიურად იწყებენ საინტერესო პროექტების განხორციელებას, ამიტომ რა გასაკვირია, რომ ბევრი დასვენების სწავლასთან ან გამოსადეგი გამოცდილების მიღებასთან შეთავსებას ამჯობინებს.
სწორედ ერთ-ერთი ასეთი პროექტი მიმდინარეობს ამჟამად მცხეთის რაიონში, სადაც 17 წლიდან 35 წლამდე ახალგაზრდები სწავლების ერთკვირიან პროგრამაში, Grassrooting Youth Work-ში იღებენ მონაწილეობას.
პროექტს ორგანიზაცია ამბრელა ახორციელებს ევროპის საბჭოს ევროპული ახალგაზრდული ფონდის (EYF) მხარდაჭერით. როგორც ორგანიზაცია აცხადებენ, სწავლების მიზანია ადგილობრივ თემებში მოქმედი ახალგაზრდული ცენტრების გაძლიერება, ასევე ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების, ახალგაზრდების პრობლემების მოგვარებაზე მორგებული ინოვაციური პროგრამის შემუშავება და დანერგვა, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ახალგაზრდებში საბაზისო კომპეტენციების განვითარებისთვის.
"ეფექტურ ახალგაზრდულ საქმიანობას ბევრი პრობლემის გადაჭრა შეუძლია ჩვენს საზოგადოებაში, მათ შორის ისეთის, რომელიც დამკვიდრებულია სოციუმში: ბულინგი, დისკრიმინაცია, დემოკრატიული ჩართულობის დაბალი დონე და სხვა", — ამბობს პროექტის ხელმძღვანელი და ამბრელას პრეზიდენტი, სლავა მეჟდოიანი, — "ამ პროექტით, ფაქტობრივად, საპილოტე პროგრამას ვქმნით, რომელიც სოფლებში ადგილობრივ დონეზე ეცდება, უპასუხოს ზემოხსენებულ გამოწვევებს და ხელი შეუწყოს ახალგაზრდების მონაწილეობით პოზიტიური ცვლილებების განხორციელება თემებში".
სწორედ ამიტომ სწავლების ნაწილია ევროპასა და მსოფლიოში განხორციელებული წარმატებული პროექტების გაცნობაც. პროექტის დასრულების შემდეგ უკვე თავად მონაწილეებს მოუწევთ ტრენინგზე შემუშავებული ინიციატივის სისრულეში მოყვანა — შესაბამისი ახალგაზრდული აქტივობების, მათ შორის, საინფორმაციო კამპანიების ადგილობრივ თემებში განხორციელება.
"ყველაზე მეტად ამ პროექტს სხვებისგან ის გამოარჩევს, რომ მისი მიზანია ისეთი კომპეტენციების განვითარება, რაც დღეს ყველა სფეროშია საჭიროა", — ამბობს სწავლების ერთ-ერთი მონაწილე, მედეა პავლიაშვილი, — "ინოვაციური, ინტერაქციული მეთოდების გამოყენებით, ტრენინგის შედეგად, 20-მა ახალგაზრდამ განივითარა ის კომპეტენციები, რაც მათ საკუთარი თემის განვითარებაშიც დაეხმარებათ".
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
კომენტარები