ხშირად წარმოუდგენლად რთულია სიტყვებით გადმოსცე, თუ რას გრძნობ. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ძალიან მძაფრ, მძიმე და სხვებისთვის უჩვეულო ემოციებს ეხება.

მსგავსი უთქმელობა აწუხებთ დეპრესიის დროსაც, როდესაც შეიძლება მოზღვავებულ ემოციებთან გამკლავება გიჭირდეს, ან პირიქით — საერთოდ ვერაფერს გრძნობდე. ამ მდგომარეობის სხვებისთვის სათანადოდ ახსნა და გაზიარება კი ხანდახან სრულიად შეუძლებელია.

სწორედ ამის გამო მხატვრებმა სიტყვების ნაცვლად სულ სხვა გზას მიმართეს და განსხვავებული ვიზუალური გამოსახულებებით გვაჩვენეს, რას შეიძლება გრძნობდეს ადამიანი, რომელსაც დეპრესია ტანჯავს.

1. როცა გიწევს, რომ შენ ირგვლივ არსებულ სამყაროს შინაგანი განცდები დაუმალო

ფოტო: Kristian Nygård.

2. ხანდახან უბრალოდ გინდა, რომ ყველასა და ყველაფერს დაემალო

ფოტო: Ruby etc.

3. უახლოესი ადამიანების გარემოცვაშიც კი შეიძლება თავს ცუდად გრძნობდე

ფოტო: Ray Bruwelheide

4. სალამი, სევდავ

ფოტო: Kelly Angel

5. ხმაური გონებაში

ფოტო: Jenny Chang

6. ჩვეულებრივი ქმედებებიც კი შენგან უზომოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს

ფოტო: Ryan Pequin

7. ზოგჯერ იმ რაღაცების მიმართაც კი გიქრება გრძნობები, რაც მანამდე ძალიან გიყვარდა

ფოტო: Jenny Chang

8. როცა ფიქრების მდინარებაზე კონტროლს კარგავ

ფოტო: Meghan / Tumblr

9. დამსხვრეული სული

ფოტო: John Holcroft

10. როცა დეპრესია გაქვს, არასდროს იცი, როდის მოგეპარება ეს "ურჩხული" და მთლიანად გშთანთქავს

ფოტო: Sylvie Reuter