ეკოლოგიური მდგრადობა და გარემოს დაცვა მსოფლიოში მთავარ პრიორიტეტებად იქცა. ხოლო არქიტექტურულმა ფირმა 3deluxe-მა მსოფლიოს ახალ ღირებულებებზე დაფუძნებული პროექტი მანჰეტენისთვის შეიმუშავა.

ნიუ-იორკში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ #WeThePlanet (WTP) 3deluxe-ს ეკომეგობრული კამპუსის აშენება შეუკვეთა. კომპანიამ დავალებას თავი შესანიშნავად გაართვა და დაგეგმა შთამბეჟდავი მოძრავი შენობა, რომელიც სრულიად დამოუკიდებელი იქნება და ფუნქციონირებისთვის საჭირო ენერგიასა და წყალს თვითონ გამოიმუშავებს.

ფოტო: 3deluxe

"დროა არქიტექტურა უფრო ამბიციურად მიუდგეს ჩვენი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას," — ამბობს დიეტერ ბრელი, 3deluxe-ის კრეატიული დირექტორი.

მოტივტივე ნაგებობა უახლეს ტექნოლოგიებს გამოიყენებს ჰაერის გასასუფთავებლად, წყლისა და სინათლის ელექტორადგურებისთვისა და ბიორეაქტორებისთვის, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანენ შენობის მიერ დამაბინძურებლების გამოყოფას.

ფოტო: 3deluxe

მოტივტივე კამპუსი დაცული იქნება ზღვის დონის ცვლილებებისგან გამოწვეული საფრთხისგან. შესაძლებელი იქნება კამპუსის გაფართოებაც, რაც დატვირთულ მანჰეტენს ნამდვილად წაადგება.

3deluxe-ის აზრით ეს ახალი პროექტი "გამოხატავს კლიმატისა და ბუნების დაცვის მხარდაჭერას და შთააგონებს პროგრესულობას, გამჭირვალობასა და ერთობლივ პასუხისმგებლობას ჩვენი გარემოსადმი."