ვაქცინის სარეგისტრაციო პორტალი ისევ გაითიშა. Pfizer-ის ვაქცინაზე რეგისტრაცია დღეს, 14 ივლისის 15:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა booking.gov.ge ამ დროისთვის გათიშულია.

მომხმარებლების ნაწილი ვებგვერდის ხსნის, თუმცა რეგისტრაციისთვის საჭირო მონაცემების შეყვანას მაინც ვერ ახერხებს.

ფოტო: კადრი Booking.moh.gov.ge-ს ვებგვერდიდან

დღეს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ IT სამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა სარეგისტრაციო პორტალის მუშაობა ისევ არ შეფერხებულიყო.

Pfizer-ის 28 000 დოზა საქართველოში გუშინ, გვიან ღამით ჩამოვიდა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, Pfizer-თან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით ვაქციანა ქვეყანაში ეტაპობრივად, ყოველკვირეულად შემოვა. მისივე თქმით, ოქტომბრის ბოლომდე საქართველოში ჯამში მილიონ-ნახევარი Pfizer-ის ვაქცინის შემოტანა იგეგმება.

გაიგე მეტი: