ჟურნალ Lancet Oncology-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, გასულ წელს, ალკოჰოლმა კიბოს 740 000 ახალი შემთხვევა გამოიწვია. კვლევის მიხედვით, თუნდაც ალკოჰოლის მსუბუქმა და არახშირმა მოხმარებამ შესაძლოა მკერდის, ღვიძლის, ნაწლავების, პირხახის, ხორხის, ან საჭმლის მომნელებელი სისტემის კიბო გამოიწვიოს.

ამ პრობლემის გადაჭრად მკვლევრები ალკოჰოლურ პროდუქტების ეტიკეტებზე რისკის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერების დატანას მიიჩნევენ. ისევე, როგორც ბაზარზე გაყიდვების შემცირებას და ალკოჰოლის ბაჟის გაზრდას.

"ალკოლის გავლენა კიბოს განვითარების რისკებზე ბევრისთვის უცნობი ან უგუნვებელყოფილია. ამიტომაც საჭიროა ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება ამ თემასთან დაკავშირებით და დავნეგოთ რეგულაციები რაც ალკოჰოლის მოხმარების შემცირებას შეუწყობს ხელს", — ამბობს ჰარიეტ რემგი კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოდან.

კვლევის ავტორები იმასაც აღწერენ თუ როგორ მივიდნენ თავიანთ დასკვნებამდე. მათ გამოიყენეს რისკის შეფასებები ალკოჰოლთან დაკავშირებული კიბოს სახეობებისთვის და საბაჟო გადასახადებისა და ალკოჰოლის გაყიდვების მონაცემები, მოხმარების აღსარიცხად.

აღნიშნული კვლევის თანახმად, 2020 წლის განმავლობაში ალკოლის მოხმარება 578 000 მამრობითი სქესის და 172 600 ქალი პაციენტის კიბოთი დაავადების მიზეზია. რიცხობრივად ყველაზე ხშირი საჭმლის მომნელებელი სისტემის, ხახის, ბაგეებისა და პირის ღრუს კიბო აღმოჩნდა. ამ კიბოს შემთხვევების უმეტესობა ალკოლის სახიფათო მოხმარებასთანაა დაკავშირებული. თუმცა, კვლევა აჩვენებს რომ დღეში 10 გრამი ალკოჰოლური სასმლის დალევამ, რაც დაახლოებით, ერთ მომცრო ღვინის ჭიქას უდრის, 35 400-დან 145 800-მდე პაციენტში კიბოს განვითარება გამოიწვია.

ალკოჰოლთან დაკავშირებულული კიბოს შემთხვევების რაოდენობა ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში ყველაზე ცოტა იყო, ხოლო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში — ყველაზე მაღალი.

მკვლევრები თანხმდებიან, რომ არ არსებობს ალკოჰოლის უსაფრთხო მოხმარება. ხოლო ალკოჰოლის მოხმარების ნებისმიერი დოზით შემცირება კიბოს განვითარების რისკს დაწევს და ინდივიდის ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს.