დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

14 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 663 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 769, ხოლო გარდაიცვალა — 13 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 559 კვლევა ტესტით, მათ შორის, 18 254 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 305 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4,68%, ბოლო 7 დღის მანძილზე — 4,46%, ხოლო 14 დღის მანძილზე — 4,1%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 381 336-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 361 327-მდე, ხოლო ვირუსს ჯამში 5 492 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 663 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი — 988;
  • აჭარა — 107;
  • იმერეთი —121;
  • ქვემო ქართლი —95;
  • შიდა ქართლი — 55;
  • გურია — 15;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 71;
  • კახეთი — 122;
  • მცხეთა-მთიანეთი — 35;
  • სამცხე-ჯავახეთი — 25;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 29.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 491, საიდანაც 3 753 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 721, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 175.

952 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 9 786 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 54 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 9 467.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: