ერთი შეხედვით, თითქოს კარგად ვიცით, თუ რა არის ოკეანე, როგორია დედამიწაზე წყლით დაფარული ეს უშველებელი ტერიტორიები და რომელი ცოცხალი ორგანიზმები სახლობენ იქ, მაგრამ უფრო კარგად რომ დავფიქრდეთ, ნუთუ მართლა ვიცნობთ წყლის ამ უზარმაზარ სამყაროს?

ამ სტატიაში მეცნიერულად დადასტურებულ რამდენიმე ფაქტზე გიამბობთ, რომლებიც გვაჩვენებს, რომ კაცობრიობა ჯერ კიდევ ცუდად იცნობს ოკეანეებს და მეტიც — ცოდნის ეს სიმწირე შიშის ზარსაც გვცემს.

1. ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილი 11 030 მეტრი სიღრმისაა

ფოტო: Romolotavani / Getty Images/ iStockphoto

ანუ თუ ჩვენ ამ ადგილას მოვათავსებთ დედამიწის ყველაზე მაღალ მწვერვალს, ევერესტს, კიდევ 2 133 მეტრი იქნება დასაფარი. ეს წერტილი წყნარ ოკეანეში, მარიანის ღრმულით ცნობილ ადგილას მდებარეობს.

2. ოკეანეებში არსებობს ჰიდროთერმული ღრმულები, სადაც წყალი 300 გრადუსზე მეტადაც კი შეიძლება გახურდეს

ფოტო: Ralph White / Getty Images

მსგავსი რამ ძირითადად წყალქვეშა აქტიური ვულკანების სიახლოვეს გვხვდება.

3. ოკეანეს პირდაპირი მნიშვნელობით ადამიანის დამსხვრევა შეუძლია

ფოტო: Global_pics / Getty Images

რაც უფრო სიღრმეში ჩადიხარ, მით უფრო იზრდება წყლის წნევა, რასაც ფატალური შედეგის გამოწვევა შეუძლია ყველასთვის. დაახლოებით ყოველი ათი მეტრის შემდეგ, რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, ერთი ერთეულით იზრდება წნევა.

4. ოკეანეების უმეტეს ნაწილში წყვდიადი სუფევს

ფოტო: ShutterStock

მზის სინათლე მაქსიმუმ ერთი კილომეტრის სიღრმეზე აღწევს, იმის იქით კი უკუნი სიბნელეა.

5. ოკეანეების ფსკერზე დაახლოებით 3 მილიონი ჩაძირული გემია

ფოტო: Manfred Bortoli / Getty Images

ოკეანის ექსპონატები.

6. გიგანტური კალმარები მართლა არსებობენ

გიგანტური საცეცებიანი არსება, რომელზეც საუკუნეების განმავლობაში ლეგენდები არსებობდა, ნამდვილად ცხოვრობს ოკეანეში, ოღონდ აქამდე მისი სათანადოდ შესწავლის შესაძლებლობა მეცნიერებს არ მისცემიათ — მხოლოდ ზღვის მიერ გამორიყული ნაწილებით აქვთ წარმოდგენა მასზე. ასევე დაზუსტებით უცნობია, უხილავს თუ არა ის აქამდე ადამიანს, რადგან ოკეანის ყველაზე ღრმა წყლებში ცხოვრობს. შესაბამისად, მის შესახებ ბევრი არც არაფერი ვიცით, მათ შორის არც ის, თუ რამდენად საშიშია.

7. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თეთრი ზვიგენები ყოველწლიურად წყნარი ოკეანის ერთ კონკრეტულ წერტილში იკრიბებიან და ამ ადგილს ზვიგენების კაფე შეარქვეს

ფოტო: Stephen Frink / Getty Images

ამ კაფეში სტუმრობა, ალბათ, არცერთ ჩვენგანს გაახარებდა.

8. ოკეანის ერთი მილილიტრი წყალი, შეიძლება, ათ მილიონზე მეტ ვირუსს შეიცავდეს

ფოტო: Alissa Eckert / Getty Images

ოკეანეებში უამრავი ორგანიზმი სახლობსო, როცა ამბობენ, ესეც იგულისხმება...

9. უზარმაზარი მკვლელი ტალღები მართლა წარმოიქმნება ოკეანეში

ფოტო: Panmaule / Getty Images/ iStockphoto

დიდხანს ეს მხოლოდ მითი ეგონათ, მაგრამ მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ ნამდვილად შესაძლებელია გიგანტური ტალღების წარმოქმნა, რომლებიც ირგვლივ ყველასა და ყველაფერს ანადგურებს.

10. და ბოლოს: ოკეანეების მხოლოდ 5%-ია შესწავლილი

ფოტო: Amith Nag Photography / Getty Images

დიახ, დანარჩენი 95%-ის შესახებ მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა თუ შეგვიძლია. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ოკეანეებს ჩვენი პლანეტის დაახლოებით 70% უკავია.