GM ერთი წლის განმავლობაში ჭიათურის მათეს და ზესტაფონის არწივებს დააფინასებს. სპონსორობის ჯამური ბიუჯეტი 300 000 ლარს შეადგენს.

ფოტო: ჯორჯიან მანგანეზი

რაგბის კავშირის მონაწილეობით, კომპანიასა და კლუბებს შორის შეთანხმება დღეს ოფიციალურად გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ჯორჯიან მანგანეზის სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა, კლუბ არწივების პრეზიდენტმა რომან პირველაშვილმა და კლუბ მათეს აღმასრულებელმა დირექტორმა როინ წიწილაშვილმა.

ფოტო: ჯორჯიან მანგანეზი

ჯორჯიან მანგანეზის გენერალური სპონსორობის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონულ დონეზე რაგბის განვითარებას და მომავალ თაობაში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას. რეგიონებში სპორტის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მხარდამჭერებს შორის კი ლიდერია ჯიემი. კომპანია ქართველი სპორტსმენების გვერდით დგას და მომავალშიც გააგრძელებს რაგბის და სპორტის სხვა სახეობების დაფინანსებას.

ფოტო: ჯორჯიან მანგანეზი

"ჭიათურისა და ზესტაფონის სარაგბო კლუბებზე დიდ იმედს ვამყარებთ. გვაქვს საკმაოდ ამბიციური განაცხადი, რომ ერთ-ერთი გუნდი საქართველოს ჩემპიონიც გახდეს, ეს რეალურია. ჩვენ ამ გუნდებს გავუწევთ სპონსორობას, შევუქმნით საუკეთესო პირობებს, რომ სარაგბო კლუბებმა მაღალი შედეგი აჩვენონ. კერძო სექტორის მონაწილეობა სპორტის მხარდაჭერაში მნიშვნელოვანია, ჯიემი კი ამ დიდი საქმეში თავის წვლილს აუცილებლად შეიტანს. გვინდა ჩვენი დღევანდელი ინიციატივა ჭიათურისა და ზესტაფონის სარაგბო კლუბების სპონსორობაზე სამაგალითო იყოს", — განაცხადა ჯორჯიან მანგანეზის სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

ფოტო: ჯორჯიან მანგანეზი

ფოტო: ჯორჯიან მანგანეზი

ფოტო: ჯორჯიან მანგანეზი

ფოტო: ჯორჯიან მანგანეზი

ფოტო: ჯორჯიან მანგანეზი