დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

13 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 619, ხოლო გარდაიცვალა — 11 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 117 კვლევა ტესტით, მათ შორის, 20 996 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 121 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.3%, ბოლო 7 დღის მანძილზე — 4,26%, ხოლო 14 დღის მანძილზე — 4%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 379 673-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 360 558-მდე, ხოლო ვირუსს ჯამში 5 479 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 862 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი — 1 126;
  • აჭარა — 98
  • იმერეთი —164;
  • ქვემო ქართლი —104;
  • შიდა ქართლი — 56;
  • გურია — 11;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 64;
  • კახეთი — 115;
  • მცხეთა-მთიანეთი — 54;
  • სამცხე-ჯავახეთი — 32;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 610, საიდანაც 3 705 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 728, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 180.

924 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 8 981 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 49 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 9 005.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: