WhatsApp-ის სამომავლო ვერსია ფოტოებისა და ვიდეოების გაგზავნისას მეტ კონტროლს მოგვცემს, რაც გულისხმობ იმას, რომ ჩვენ ჩვენი ფაილების გაგზავნას უკეთესი ხარისხით, დაკომპრესირების გარეშე შევძლებთ.

WABetaInfo-ს თქმით, ვოთსაფი 2 ახალ ფუნქციაზე მუშაობს, რომლის მეშვეობითაც აპლიკაციაში ახალი სეთინგები გაჩნდება და მოგვცემს საშუალებას, ავარჩიოთ თუ როგორ გაიგზავნება ფოტოები და ვიდეოები. ჩამონათვალში სამი ვარიანტი იქნება — "Auto", რომელიც თვითონ შეარჩევს თუ როგორ გაგზავნოს ესა თუ ის ფაილი, "Best Quality" — ანუ საუკეთესო ხარისხით გაგზავნა და "Data Saver", რომელიც ფოტოებსა და ვიდეოებს ისე შეკუმშავს, რომ გაგზავნისას ნაკლები ინტერნეტი დაიხარჯოს.

თუ განახლება მართლაც ასეთი სახით გამოვა, მაშინ ჩვენ შეგვეძლება ჩვენით გადავწყვიტოთ, თუ როგორი ხარისხით გვსურს ამა თუ იმ ფაილის გაგზავნა.

ჯერ არაფერი თქმულა იმის შესახებ, თუ როდის გამოვა ოფიციალურად ეს განახლება. ასევე, WABetaInfo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ანდროიდის ბეტა აპლიკაციას ეხება და არაფერი თქმულა iOS-ზე. თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ ეს განახლება დღის შუქს იხილავს, ის აუცილებლად ორივე პლატფორმისათვის იქნება ხელმისაწვდომი.