აქციაზე დაკავებული გირჩი — მეტი თავისუფლების ერთ-ერთი წევრი, თენგო კირთაძე შეუძლოდ გახდა. ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ადვოკატმა, ეკა ქობესაშვილმა On.ge-ს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სუნთქვა გაურთულდა და ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ადვოკატი კირთაძეზე დაყრდნობით ამბობს, რომ მას დაზიანებები პოლიციამ მიაყენა გულ-მკერდის არეში.

რამდენიმე საათის წინ გირჩი — მეტი თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართულ ოცნებასთან მათი პოლიტიკოსები და მმართველი საბჭოს წევრები, თენგო კირთაძე და ცოტნე ლომიძე დააკავეს. პარტიაში ამბობდნენ, რომ შსს დაკავებულებზე ინფორმაციას არ აწვდიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ ოცნებასთან აქციაზე დღეს ადმინისტრაციული წესით 12 ადამიანი დააკავეს. მათ შორის იყო ჟურნალისტი ირალი აბსანძეცმ რომელიც ხელწერილით გაათავისუფლეს. შსს-ს მტკიცებით, აქციის მონაწილეები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფაქტებს გასცდნენ. სავარაუდოდ, აქ იგულისხმება კვერცხების სროლა ქართული ოცნების მიმართულებით და ასევე, წითელი საღებავების შესხმა პოლიციელებისთვის.

აღსანიშნავია, რომ 5 ივლისის საღამოს, როცა რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად ესხმოდა თავს ჟურნალისტებს და მათ სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს, პოლიციამ მხოლოდ 8 ადამიანი დააკავა. სისხლის სამართლებრივი წესით დაკავებების შესახებ მხოლოდ მეორე დილას გავიგეთ, თუმცა ყველა დამნაშავე ჯერ კიდევ არ არის დაკავებული.

ქართული ოცნების ოფისთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქიტივსტებმა "ოცნების" შენობას კვერცხები ესროლეს და სტენსილების გაკეთბა სცადეს. ადგილზე მყოფი On.ge-ს ჟურნალისტების თქმით, პოლიცია მედიასა და აქტივისტებს მიაწვა და ტერიტორია ასე გაათავისუფლა.

პარლამენტიდან ქართული ოცების ოფისთან აქციამ მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრიფინგი გამართა 5 ივლისს ნაცემი ოპერატორის საქმეზე. უწყება შუალედურ ექსპერტიზაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ლექსო ლაშქარავა შესაძლოა ზედოზირებით გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქართულ ოცნებასთან აქცია დასრულებულია.