მხევლის წიგნი მარგარეტ ეტვუდის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით გადაღებული სერიალია, რომელშიც მოქმედება დისტოპიურ ქვეყანაში — გილეადში მიმდინარეობს. გილეადში ადამიანებზე, განსაკუთრებით კი ქალებსა და ლგბტქ+ საზოგადოების წარმომადგენლებზე ძალადობა ყოველდღიურობის ნაწილია და ადამიანების უფლებების დარღვევა ჩვეულებრივ მოვლენადაა ქცეული.

ჯგუფში ერთი სერიაც და... სერიალების მოყვარულები მხევლის წიგნის სამყაროში მომხდარ ფაქტებსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს შორის პარალელებს ხშირად ავლებენ. სწორედ ამიტომ გთავავზობთ ტესტს, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის მსგავსებებისა თუ განსხვავებების დანახვაში კიდევ უფრო დაგეხმარებათ:

ტესტი: გილეადში ხდება თუ საქართველოში?

ტესტის დაწყება

1 / 10 რომელ ქვეყანაში დაესხნენ დღის განმავლობაში 50-ზე მეტ ჟურნალისტს თავს ძალადობრივი ჯგუფები?

Giphy

2 / 10 რომელ ქვეყანაში აღმართეს ძალადობრივმა ჯგუფებმა საკუთარი "გამარჯვების" აღსანიშნავად ჯვარი?

Tenor

3 / 10 რომელ ქვეყანაში ამართლებენ მოძალადეები საკუთარ ქმედებებს ღმერთისა და რელიგიის სახელით?

Giphy

4 / 10 რომელი ქვეყნის კონსტიტუცით აქვს ლგბტქ+ საზოგადოებას შეკრების თავისუფლება?

Giphy

5 / 10 რომელ ქვეყანაში აქვთ ქალებს წერა-კითხვა აკრძალული?

Giphy

6 / 10 რომელ ქვეყანაში დაკარგეს ცალი თვალი ადამიანებმა "დაუმორჩილებლობის" გამო?

Giphy

7 / 10 რომელი ქვეყნის კონსტიტუციითაა აღიარებული ლგბტქ+ წყვილების ქორწინება?

Giphy

8 / 10 რომელ ქვეყანაში იზეიმეს მოძალადეებმა საკუთარი ძალაუფლება ცეკვით?

Giphy

9 / 10 რომელ ქვეყანაშია თეოკრატიული მმართველობა?

Giphy

10 / 10 რომელ ქვეყანაში ესალმებიან ერთმანეთს ფრაზით "თვალთა მისთა ჩრდილქვეშ"?

Giphy

იტვირთება...
ერთი წუთით...

ამავე თემაზე: