ღარიბაშვილის მტკიცებით, "ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა"
პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გადაწყვიტა შეეფასებინა ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები.
"ჩემი შეფასება, ზოგადად, ამ დღეების განმავლობაში, როგორ განვითარდა მოვლენები: ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ. ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასოდეს ვერ შედგება ჩვენს ქვეყანაში", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმინისტრის მტკიცებით, 5 ივლისს, ძალადობრივ კონტრაქციაზე სასტიკად ნაცემი ჟურნალისტის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება სცადეს გამოეყენებინათ პოლიტიკური მიზნებისთვის.
"ეს ტრაგედია, ჩვენ ვნახეთ ყველამ, რომ სცადეს გამოეყენებინათ, ამ ადამიანის ტრაგედია, საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას?!", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
11 ივლისს გარდაიცვალა TV პირველის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა. იგი ერთ-ერთია იმ ათობით მედიის წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. იგი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა და შემდეგ სახლში გაეწერა.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე ოთხმა ტელევიზიამ — TV პირველმა, ფორმულამ, მთავარმა არხმა და კავკასიამ — პასუხისმგებლობა მთავრობას დააკისრა და მოსახლეობას პარლამენტის წინ შეკრებისკენ მოუწოდა.
აქციაზე, სადაც ტრიბუნასთან ლექსო ლაშქარავას კოლეგები — სხვადასხვა მედიის ჟურნალისტები — იდგნენ, ღარიბაშვილის მოითხოვეს მთავრობის გადადგომა. მოთხოვნას შეუერთდნენ როგორც ოპოზიციური პარტიები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები. მოთხოვნის შესასრულებლად მათ მთავრობას დრო 12 ივლისის 12:00 საათამდე მისცეს. 11:00 საათზე ღარიბაშვილმა ბრიფინგი გამართა, თუმცა გადადგომის ნაცვლად ამ მოთხოვნის "პოლიტიკურ სარჩულზე" ისაუბრა.
ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ 70-ზე მეტმა მედიაორგანიზაციამ ერთობლივი წერილით მიმართა დიპლომატიურ კორპუსს და 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლის ფაქტებსა და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობაზე მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოითხოვა.
გაიგე მეტი:
- ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა, მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან — ღარიბაშვილი
- ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ძალადობა ყველა ქვეყანაში ხდება
- არავინ აპირებს გადადგომას — დიტო სამხარაძე
- TV პირველის ჯგუფზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ 1 პირი დავაკავეთ — შსს
- რატომ უნდა გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი? — ყაველაშვილი ჟურნალისტებს
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები