ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებზე ძალადობაც ნაციონალურ მოძრაობას დააბრალა
პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებზე ძალადობაც ნაციონალურ მოძრაობას დააბრალა. როგორც სჩვევია, ღარიბაშვილმა ამჯერადაც ისაუბრა იმაზე, რომ პროვოკაციების და ძალადობის უკან შესაძლოა ოპოზიციური პარტია იდგეს და მათ ისევ წარსული შეახსენა.
"გარანტიას ვიძლევი, რომ ყველა ის მოძალადე, რომელიც ჩართული იყო აღნიშნულ პროვოკაციაში, იქნება სამაგალითოდ დასჯილი. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, იმ ვერსიაზე თუ აროგორ მოხვდნენ აღნიშნული აგრესიული პირები, რატომ მაინცდამიანც ჟურნალისტებზე გააკეთს მიზანმიმართული შეტევა და ოპერატორებზე. ეს არის ლეგიტიმური კითხვა, რასაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა, აღნიშნული პროვოკატორების უკან იდგეს ასევე რევანშისტული, რადიკალური ძალა.
ჩვენ კარგად გვახსოვს მეგობრებო და არავის არ დაავიწყდება ამ ქვეყანაში, თუ რა მეთოდებით მართავდნენ აღნიშნული მოძალადეები და მკვლელები ჩვენს ქვეყანას, როცა ხდებოდა ტერორისტული აქტების დადგმაც კი საკუთარ მოქალაქეებზე", — განაცხადა მან.
გუშინ 11 ივლისს მედიის წარმომადგენლებმა ერთობლივი აქცია გამართეს. მათ გააპროტესტეს ჟურნალისტებზე ძალადობა და 5 ივლისს ნაცემი TV პირველის ოპერატორის გარდაცვალების გამო მთავრობას პასუხისმგებლობის აღება მოსთხოვეს. აქციის მთავარი მოთხოვნები იყო პრემიერმინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა და დამნაშავეების დასჯა.
- არ გავაშუქებ არაფერს, ლექსოს სიკვდილის გარდა, ჩვენ მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე — გრიგოლია
- მიშველაძე: სამღვდელოებავ, ვინც მოუწოდებდით ძალადობისკენ, გაიკრიჭეთ წვერი და წადით!
- ვითხოვთ მყისიერ რეაგირებას — მედია დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს
აქცია რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა, ქართული ოცნების ოფისთან, პარლამენტთან, კანცელარიასთან. აქტივისტებმა პერფორმანსის სახით წითელი საღებავი შეასხეს კანცელარიისა და საპატრიარქოს კედლებს. ორივე დაწესებულებაში მალევე სცადეს პროტესტის ნიშნად შესხმული საღებავის წაშლა. ყველგან მობილიზებული იყვნენ დიდი ოდენობით სამართალდამცავები.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნას იზიარებდა არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციაც, რომლებმაც განცხადებები გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ პრემიერი უნდა გადადგეს.
- პრემიერმა თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს — 19 არასამთავრობო
- კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის: პრემიერმინისტრმა და შს მინისტრმა დაუყოვნებლივ დატოვონ თანამდებობა
- ორგანიზებული, წახალისებული, მიზანმიმართული ძალადობის მსხვერპლი — ლომჯარია გარდაცვლილ ოპერატორზე
კონკრეტულად პრემიერის არა, თუმცა დამნაშავეების დასჯის აუცილებლობაზე ისაუბრა პრეზიდენტმაც. ის პირველი იყო სახელისუფლებო რგოლიდან, ვინც ოპერატორის გარდაცვალების ამბავს გამოეხმაურა.
აქციის მონაწილეებმა ულტიმატუმი წამოუყენეს ხელისუფლებას და მოთხოვნების შესასრულებლად ვადა დღემდე, 12 ივლისამდე მისცეს. ჯერ კიდევ გუშინ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ღარიბაშვილი გადადგომას არ აპირებდა, რაც დღეს პრემიერმაც დაადასტურა.
რაც შეეხება ოპერატორის გარდაცვალების საქმეს, დაწყებულია გამოძიება. გუშინ შსს-მ ორი საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა და ორივეთი მიანიშნა, რომ გარდაცვლილი შესაძლოა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო. ეს ვერსია აქტიურად ვითარდებოდა სოციალურ ქსელში პროსახელისუფლებო ტროლგვერდებზეც, რომლებიც მედიისა და გარდაცვლილის დისკრედიტაციას ეწეოდნენ.
პროტესტის მიზეზი გახდა ისიც, რომ ცხედარი ექსპერტიზაზე ოჯახის ნების საწინააღდეგოდ გადაიტანეს. როგორც დედა ამბობს, ცხედარს იყო გადაფარებული, თუმცა ხელიდან გამოგლიჯეს. პოლიციელებმა პარკში გახვეული ცხედარი სწრაფი ტემპით ჯერ ლიფტში შეიტანეს, ტექნიკური ხარვეზის გამო კი ცხედრით კიბეებზე ჩამოირბინეს. სუბარის ვარაუდით, ცხედარი ექსპერტიზაზე სწრაფად იმიტომ წაიღეს, რომ წინააღმდეგობა აერიდებინათ. საიას ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბევრ კითხვას ბადებს, რა გააკეთეს ან არ გააკეთეს საგამოძიებო ორგანოებმა ექსპერტიზაზე ადვოკატის მისვლამდე.
ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა. იგი ერთ-ერთია იმ ათობით მედიის წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. იგი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა და 10 ივლისს სახლში გაეწერა.
ალექსანდრე ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები თავს მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრის მცდელობისას დაესხნენ. ლაშქარავა ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფებოდა, როცა On.ge-ს შემთხვევის დეტალები მოუყვა.
"უბრალოდ კიბეზე შეგვეფეთნენ, ჟურნალისტზე გაიწიეს ჯერ და შემდეგ ჩამქოლეს. არ ვიცი, 50 კაცი მირტყამდა, მთელი კიბის საფეხური, ზედა ნაწილი, ქვედა ნაწილი. რაღაც ნაწილი ავიდა ზევით, დავიწყე გაყოლა. რამდენიმე სართულზე იყვნენ ესენი, რამდენიმე სართულმა მცემა. ჩამაგდეს, ქვევით გადამაგდეს და ისე მცემეს, ტექნიკა დააქუცმაცეს, არ ვიცი, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უნდოდათ მედია გამოეყვანათ მწყობრიდან [...]
ახლა მე მეძახიან ამოცნობაზე მოდიო, მაგრამ ორი დღე კიდევ აქ უნდა ვიყო, ვერ გავდივარ და იდენტიფიცირება წარმოუდგენელია მოვახდინო, იმიტომ, რომ 50-60 ადამიანი იყო", — ყვებოდა ლაშქარავა 6 ივლისს, თავდასხმიდან მეორე დღეს.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე დაკავებულები არ არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები