საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოითხოვს დაუყოვნებლივ იყოს გამოძიებული 5 ივლისს, ძალადობრივ კონტრაქციაზე სასტიკად ნაცემი TV პირველის ოპერატორის, ალექსადრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტი. ასევე, პასუხისგებაში მიეცენ შესაბამისი პირები.

დღეს, 11 ივლისს გარდაიცვალა TV პირველის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა. იგი ერთ-ერთია იმ ათობით მედიის წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. იგი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა და შემდეგ სახლში გაეწერა.

იმ ათობით ადამიანიდან, რომლებიც მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრას ცდილობდნენ და TV პირველის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, ჯერჯერობით მხოლოდ ორია დაკავებული. აკაკი ნაკაშიძისა და თორნიკე დავლაშელიძის სასამართლო პროცესი 9 ივლისს გაიმართა და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დაცვის მხარე ითხოვდა მათ გათავისუფლებას 2 000-2 000 ლარიანი გირაოთი.