Tbilisi Pride-ში აცხადებენ, რომ ყოფილი პრემიერმინისიტრის, გიორგი გახარიასთვის მემორანდუმის შესახებ არც მიუმართავთ. ასე ეხმაურებიან ისინი გახარიას, რომელმაც თქვა, რომ LGBT მემორანდუმი "პოლიტიკური კეკლუცობაა".

"არც მიგვიმართავს, თუმცა გასაგებია აღნიშნული პარტიის პოზიცია. მათ გარეშე განვაგრძობთ კეკლუცს", — აცხადებენ პრაიდში.

16 მაისს Tbilisi Pride-მა LGBT უფლებების შესახებ 15 პარტიასთან თანამშრომლობა დაიწყო და საერთო დოკუმენტს მოაწერა ხელი. 15 პოლიტიკური გაერთიანება შეთანხმდა, რომ თითოეული მათგანი, მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით იბრძოლებს ქვიარ ადამიანების მიმართ დისკირმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად, დაიცავს თითოეული მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა. ამასთან, არ დაუშვებს პოლიტიკურ პროცესში ჰომოფობიის ნიადაგზე სოციალური შუღლის გაღვივებასა და სიძულვილის ენის გამოყენებას.