"კადრები, რომელიც ვნახეთ, გვაშინებს" — ზურა შევარდნაძის თქმით, ტურისტებმა ჯავშნები გაუუქმეს
მებაღე ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბოლო ორ დღეში ტურისტებისთვის გასაქირავებელი ოთახის ოთხი ჯავშანი გაუუქმდა.
"ახალგაზრდა ოჯახმა ავსტრიიდან, ზალცბურგიდან რომლებმაც 11 მაისს დაგვიკვეთეს ოთახი მოკლე წერილი გამოგვიგზავნეს, სამი ბოდიშით. დიასახლისს, რომელთანაც ჰქონდათ ურთიერთობა, წერენ: "ქეთევან, საქართელოში სამოგზაუროდ ჩამოსვლას, დიდი ხანია ვგეგმავდით, ძალიან გვიხაროდა და ვემზადებოდით.
კადრები, რომელიც ვნახეთ გვაშინებს და ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ თავი შევიკავოთ.
ბოდიში, ბოდიში, ბოდიში." დანარჩენმა სამმა სტუმარმა ბოდიშიც არ მოიხადა, უბრალოდ გააუქმა ჯავშანი. წერტილი...", — წერს შევარდნაძე.
შევარდნაძე On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ დაზუსტებით არ შეუძლია თქმა რა კადრები ნახეს მისმა სტუმრებმა, თუმცა აღნიშნავს, რომ გაწბილებულია მომხდარი ფაქტით.
ჯავშნების გაუქმების შედეგად მიღებულ ზარალზე საუბრისას, შევარდნაძე ასე გვპასუხობს:
"ზარალი დიდად არ გვაწუხებს. უფრო ის, რომ ასე ვჩანვართ, ასე ველურად მსოფლიოში".
შევარდნაძის თქმით, თავისუფალი ოთახი უკვე გაქირავდა და ასევე დაჯავშნილია მომდევნო თვეების განმავლობაშიც. მოლოდინი, რომ შესაძლოა იგივე მიზეზით სხვა ტურისტებმაც გააუქმონ ჯავშანი, არ აქვს.
გაიგე მეტი:
5 ივლისს, თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე პოლონელი ტურისტი დაჭრეს. თვითმხილველმა On.ge-ს უთხრა, რომ დაპირისპირების მიზეზი ტურისტის მიერ საყურის ტარება გახდა. მოგვიანებით, შსს-მ გაავრცელა განაცხადა, რომ ბრალდებულს, რომელსაც ამჟამად აღკვეთის ღონისიძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ფსიქიკური ჯანმრთელობის პორბლემები აქვს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გამორიცხა, რომ ტურისტის დაჭრა შესაძლოა ამავე დღეს დაგეგმილ ღირსების მარშთან ყოფილიყო დაკავშირებული.
ღირსების მარშის საწინააღმდეგოდ, ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა აქციები გამართეს. 5-6 ივლისს ჯამში 50-ზე მეტ ჟურნალისტს, სამოქალაქო მოძრაობების ოფისებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს დაესხნენ თავს. ამ მოვლენების გამო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, რადგან მიაჩნიათ, რომ მან ვერ უზრუნველყო მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა.
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები