მეცნიერები, კვლევებზე დაყრდნობით, მივიდნენ აზრამდე, რომ პარკინსონის დაავადების მქონე ასაკოვან ადამიანებში ყოველკვირეულ ცეკვის გაკვეთილებში ჩართვა ამცირებს დაავადების სიმპტომების გამწვავების რისკს. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Brain Sciences.

თავდაპირველად, კვლევაში ჩართული ადამიანები ცეკვავდნენ კვირაში მხოლოდ ერთი საათით, სამი წლის განმავლობაში. სამი წლის შემდეგ კი მათ პარკინსონის სიმპტომების გაუარესება არ აღენიშნებოდათ.

"ცეკვა ძალიან რთულია. ის აერთიანებს სმენას, მხედველობას, მგრძნობელობას... ეს ბევრად მეტია, ვიდრე რეგულარულად ვარჯიში", — განმარტა კვლევის ავტორმა, კაროლინა ბერსსმა.

კვლევაში მონაწილეობდა 16 პაციენტი, რომელთა საშუალო ასაკი 69 წელი იყო. ექსპერიმენტის ფარგლებში, მათ შეისწავლეს საცეკვაო ნაბიჯების თანმიმდევრობა და ქორეოგრაფია. კვლევაში მონაწილეობის დახმარებით, მათში შემცირდა მოტორული გართულებები, რაც უკავშირდებოდა მეტყველებას, წონასწორობას, დეპრესიას, შფოთვას.

"პარკინსონის დაავადების შეუძლია მოახდინოს მნიშვნელოვანი გავლენა მის მქონე პაციენტების ცხოვრებასა და ფუნქციონირებაზე. ამ მოტორულ დარღვევებს ფსიქოლოგიურ პრობლემებთან მივყავართ, როგორიცაა დეპრესია, ჩაკეტილობა. შემდეგ სიმპტომები დროთა განმავლობაში უარესდება", — თქვა კვლევის თანაავტორმა, ჯოზეფ დე სოუზამ.

კვლევის ავტორები გეგმავენ, გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა შემდეგი 10 წლის განმავლობაში და იმედოვნებენ, რომ რაც შეიძლება მალე დაადგენენ უფრო ზუსტ მექანიზმს, რომელიც ცეკვასა და პარკინსონის სიმპტომების გაურთულებლობას აკავშირებს.