ჯანმრთელობა თუ არ შემიშლის ხელს აუცილებლად მივალ — გომელაური პარლამენტში დაბარებაზე
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პარლამენტში მივა, თუ ჯანმთელობა არ შეუშლის ხელს. მისი თქმით, პარლამენტში მისვლა უკეთესიც კია, რადგან უკეთ აუხსნის დეპუტატებს, თუ რა მოხდა 5-6 ივლისს.
"პარლამენტში, რა თქმა უნდა, გუშინაც არ მაცადეს საუბარი და ახსნა. ვალდებული ვარ, როცა პროცედურები ჩაინიშნება და დამიბარებენ, მივიდე და რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა თუ არ შემიშლის ხელს აუცილებლად მივალ და არაერთხელ მივსულვარ და არანაირი პრობლემა არ არის. პირიქით, ძალიან კარგი იქნება რომ ზუსტად ავუხსნა, თუ რა მოხდა და როგორ მოხდა", — განაცხადა მან.
გომელაურის თქმით, არ ელოდნენ, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა და ჟურნალისტებზე მასიურად იძალადებდნ. მისი თქმით, არასწორია რომ პოლიციამ ჟურანლისტები არ დაიცვა და უფრო სწორია, ვერ დაიცვა.
"დავაკავეთ რამდენი ადამიანი უკვე. არა ერთი და ორი, 15-16 ადამიანი დაკავებულია. კიდევ ვაპირებთ, ვსწავლობთ, ზღვა მასალაა მერწმუნეთ, ძალიან ბევრია ეს ვიდეოები და ჩანაწერები. მინდა რომ ვთხოვო ყველა ჟურნალისტებს, ოპერატორებს, რომ გვემუშაონ უფრო აქტიურა", — განაცხადა მან.
მანვე აღნიშნა, რომ ვერ იტყვის გამოძიება ჯგუფურად ძალადობაზე დაიწყება თუ არა. მისივე თქმით, ყველა საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას პროკურატურასთან ათანხმებენ და თუ ეს მუხლი გამოიკვეთება, გამოძიება დაიწყება.
გარდა ამისა, გომელაური ამტკიცებს, რომ 5 ივლისს სპეცდანიშნულების რაზმები გამოყვანილი იყო და ყველგან იყვნენ განაწილებული. მისი თქმით, საზოგადოებას მაინცდამიანც რობოკოპი არ უნდა ეგონოს სპეცრაზმი. მისი თქმით, ამ ეკიპირებას მაშინ იცვამენ, როცა "უნდა გაწმინდონ ჯგუფი", "როცა იყენებენ წყლის ჭავლს, გაზს და მასასთან სამუშაო თემაა და არა 10 კაცს გამოეკიდოს 5 როპოკოპად ჩაცმული პოლიციელი".
გომელაურის პარლამენტში დაბარება ჯერ პრაიდის კვირეულის დაწყებამდე მოითხოვა ფრაქცია შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა. 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების შემდეგ კი ოპოზიციის მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა, შს მინისტრის პარლამენტში დაბარების აუცილებლობაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ კი ამის შესახებ განცხადება ბიუროს სხდომაზე გააკეთა. თუმცა, ჯეჯრჯერობით არ არის დადასტურებული, გომელაური მივა თუ არა პარლამენტში და როდის.
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5-6 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. 5 ივლისს დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს და მომდევნო დღეებში გავრცელდა.
6 ივლისის ძალადობის გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია გაიმართა, სადაც მოძალადეები მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც. პოლიცია მოძალადეებს აკავებდა, თუმცა საღამოს, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები ტერიტორიიდან გაიყვანა და მოძალადე ჯგუფები რუსთაველზე შეუშვა. მათ მეორედ ჩამოგლიჯეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა.
ამ ძალადობრივი მოვლენების გამო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რადგან მან ვერ უზრუნველყო მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები