ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ არცერთ კანდიდატურას ISFED მხარს არ უჭერს
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე წარდგენილი ორი კანდიდატიდან მხარს არცერთს არ უჭერს და აცხადებს, რომ მათ მოთხოვნებს არცერთი კონკურსანტი სრულად არ აკმაყოფილებს. შესაბამისად, სამართლიანი არჩევნები საკონკურსო კომისიის გადაწვეტილებას არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ ამ არჩევნებისათვის საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის ამაღლების მნიშვნელობის გათვალისწინებით, კომისიას უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ეხელმძღვანელა.
"ცესკოს წევრის ორი ვაკანტური პოზიციის გაჩენის შემდეგ, 2021 წლის 29 ივნისს, ISFED-მა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის მოწვევა ცესკოს პროფესიული წევრების შესარჩევად შექმნილ საკონკურსო კომისიის საქმიანობაში ჩართულიყო. ამავე პერიოდში გადადგა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, შესაბამისად, ამავე კომისიას დაევალა თავმჯდომარის კონკურსის შერჩევის ჩატარებაც.
"პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საკონკურსო კომისია მუშაობას შეუდგა 11 წევრის შემადგენლობით, რომელთაგან ხუთი საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იყო წარმოდგენილი, ხოლო 6 წევრი — აკადემიური სფეროსგან", — აცხადებს ISFED.
ორგანიზაცია, საკონკურსო კომისიის შექმნისა და მუშაობის მხრივ, რამდენიმე პრობლემას აღნიშნავს, კერძოდ: წევრები პარიტეტის საფუძველზე არ იყვნენ შეყვანილი კომისიაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამი წევრით იყო წარმოდგენილი, ხოლო სხვა ორგანიზაციები და უნივერსიტეტები თითო წევრით. ჯამში, კი, აკადემიური სფეროს წარმომადგენელთა რაოდენობა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან წარდგენილ პირთა რაოდენობას აღემატებოდა.
ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის შესარჩევი კონკურსის ფარგლებში კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდა 7-8 ივლისს. კომისიის მიერ 8 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება საჯაროა. ასევე, საჯაროა, კონკურსანტების შეფასებასთან დაკავშირებით, ''სამართლიანი არჩევნების'' მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებაც.
ორგანიზაციის განცხადებით, ISFED კონკურსში მონაწილე კანდიდატებს შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე აფასებდა: პროფესიონალიზმი, კვალიფიკაცია, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, აპოლიტიკურობა, პრინციპულობა.
ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე, საკონკურსო კომისიამ ხმების უმრავლესობით მხარი ორი კანდიდატის — გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის წარდგენას დაუჭირა.
ცესკოს წევრის პოზიციაზე, კომისიამ უმრავლესობით წარადგინა ხუთი კანდიდატი: თამარა სართანია, ლელა ტალიური, ანა მიქელაძე, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.
"ISFED-მა მხარი დაუჭირა ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე, მხოლოდ, შემდეგი ორი კანდიდატის წარდგენას: ლელა ტალიური, ანა მიქელაძე. ''სამართლიანმა არჩევნებმა'' თვითაცილება განაცხადა და მონაწილეობა არ მიიღო ერთი კონკურსანტის შეფასებაში, რათა, სამსახურებრივი კავშირის გამო, ეჭვქვეშ არ დამდგარიყო შეფასების ობიექტურობა", — აცხადებს სამართლიანი არჩევნები.
გიორგი კალანდარიშვილი
გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომელია. მას 2019 წლიდან ცესკოში არსებული ინფორმაციული უსაფრთხოების საბჭოს წევრის პოზიცია უკავია.
კალანდარიშვილმა სკოლა ქუთაისში 2001 წელს დაამთავრა. სწავლობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკისა და ქუთაისის იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტებზე. 2004 წელს სტაჟირება გაიარა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში. მისი თქმით, რამდენიმე თვით გაემგზავრა ბრიტანეთში სასწავლო კურსებზე.
2005-2008 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოებებში მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით, ხოლო 2008 წელს მიიღო საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, რის საფუძველზეც ცესკოს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსად დაინიშნა. იყო ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსიც და 2011 წელს ჩამოყალიბებული ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი.
2019 წელს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. 2021 წელს კი დაინიშნა ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. 2021 წლის 8 აპრილიდან დღემდე კი იკავებს ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას.
გიორგი სანტურიანი
გიორგი სანტურიანიც 2018 წლიდან ცესკოს თანამშრომელია. თავდაპირველად მუშაობდა იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის და საარჩევნო დავების განყოფილებაში, 2020 წლიდან კი უკავია ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოზიცია.
მან 2007 წელს ქუთაისის სკოლა დაასრულა და სწავლობდა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე, ასევე, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო სამართლის მიმართულებაზე.
2011-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, კერძოდ სხვადასხვა პერიოდში იყო ქუთაისის ფილიალის პროექტის იურისტი, ადვოკატი, თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 2015-2018 წლებში ფილიალის თავმჯდომარე.
2012-2018 წლებში იყო ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდები საერთო და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია 30 ივნისს გადადგა.
2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიცია თამარ ჟვანიას არჩევნების გაყალბების ხელშეწყობაში ადანაშაულებდა და მის გადადგომას მოითხოვდა. ჟვანიას გადადგომის მოთხოვნა ჟღედრებოა ელჩების ფასილიტაციით გამართულ შეხვედრების პერიოდშიც. ჟვანიას გადადგომის მოთხოვნებს არ იციარებდნენ ქართულ ოცნებაში.
საარჩვენო კანონმდებლობის რეფორმა შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. 28 ივნისს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა ცვლილებები საარჩვენო კოდექსში, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის ახალ წესს ითვალისწინებს.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები