სინგაპურის სახელმწიფო უნივერსიტეტის (NUS) მკვლევრებმა შექმნეს ახალი მასალა, რომელიც ეხმარება რობოტს დაზიანებული ხელის აღდგენასა და საგნების ადამიანივით შეგრძნებაში. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მასალა, რომელსაც ხელოვნურად ინერვირებული ქაფი ან AiFoam ეწოდება, მზადდება მაღალი ელასტიურობის მქონე პოლიმერისგან, რომელიც გაჟღენთილია მიკროსკოპული მეტალის ფრაგმენტებით და პატარა ელექტროდებით. სწორედ ამ შემადგენლობის წყალობით ეხმარება ის რობოტს შეხების შეგრძნებაში.

როცა მასალას აწვებიან, მეტალის ნაწილაკები ერთმანეთს უახლოვდებიან. ხოლო ამ ცვლილებას კომპიუტერთან დაკავშირებული ელექტროდები გამოავლენენ და განსაზღვრავენ. ამ მეთოდის მიხედვით, სწორედ ეს პროცესი დგას რობოტის მხრიდან შეხების შეგრძნების უკან.

ფოტო: reuters

წლის დასაწყისში, პროექტის ასისტენტ პროფესორმა, ბენჯამინ თიმ მოხსენებაში განაცხადა — "ჩვენ გვინდა დაგანახოთ, რომ რობოტში შესაძლებელია ადამიანის შეხების გრძნობის რეპლიკაცია, რომელიც ხსნის ახალ პარადიგმას ადამიანისა და რობოტის ურთიერთობაში, მომავალი პროგრამებისთვის."

"ეს ასევე ეხმარება პროთეზის მქონე ადამიანებს, რომ მეტი მგრძნობელობით დაიჭირონ ნივთები ხელის პროთეზში", — განუცხადა მან Reuter-ს.

NUS მკვლევრები ამბობენ, რომ მათი მასალა რობოტებს საშუალებას მისცემს დაადგინონ ობიექტის ძალა და შემადგენლობა, რაც რობოტს უფრო ჭკვიანს და ინტერაქციულს გახდის.

აღსანიშნავია, რომ AiFoam არ არის პირველი მასალა, რომელიც რობოტებს აძლევს გარემოს რეალურად აღქმნის შესაძლებლობას. მანამდე, მკვლევართა გობალურმა გუნდმა გამოიყენა მაგნიტური სენსორები, რათა რობოტებს უკეთესი მგრძნობელობა ჰქონოდათ. ხოლო გუნდმა კორნელის უნივერსიტეტიდან შექმნა უნკალური ალტერნატივა, რომელიც რბილ რობოტებზეა დაფუძნებული. მათ გასაბერი რობოტისა და კამერის დახმარებით გაწვრთნეს ალგორითმი, რომელსაც ჩრდილების დახმარებით, რობოტის ზედაპირზე შეხების სხვადასხვა გრძნობის 96 პროცენტიანი სიზუსტით განსაზღვრა შეუძლია.

ფოტო: reuters

ყველა ეს მეთოდი არის იმისთვის, რომ გაიზარდოს რობოტის და ადამიანის ურთიერთქმედება, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ქალაქების ავტომატიზირების პოტენციალსაც. IFR-ს 2020 წლის შეფასება რობოტებზე აჩვენებს, რომ მსოფლიოს მაშტაბით მომუშავე რობოტების რაოდენობა ქარხნებში 12 პროცენტით გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ მათი რიცხვი ყოველ წელს მოიმატებს.

US-ის მკვლევრებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ AiFoam არის პირველი მასალა, რომელიც უზრუნველყოფს თვითაღდგენას, ისევე როგორც ობიექტთან სიახლოვისა და წნევის გაზომვას. გუნდი ვარაუდობს, რომ შემდეგი ნახევარი ათწლეულის განმავლობაში, მასალის პრაქტიკულ გამოიყენებას შეძლებს.

ქვემოთ მოცემული ვიდეო კი მოკლედ გადმოსცემს AiFoam-ის შესაძლებლობებს. ანუ იმას, თუ როგორ აძლევს ეს ახალი მასალა რობოტებს იმის საშუალებას, რომ გონივრულად ურთიერთქმედებდნენ ადამიანებთან თუ გარემოსთან: