ფიქრობთ, ეს დაგეგმილი იყო უმცირესობების განადგურების მიზნით? ეს მთავარი სამიზნე არ იყო, იმ დღეს საარჩევნო კამპანია გახსნეს — მელია
ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია, დარწმუნებულია, რომ 5-6 ივლისის ძალადობის მიზანი არა უმცირესობების წინააღმდეგ გამოსვლა იყო, არამედ ოპოზიციის "ზალპქვეშ მოყოლა" და ოცნებობდნენ, რომ მელია იქ ყოფილიყო. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
ის ამბობს, რომ საზოგადოება მისგან გმირობას ელოდება, მაგრამ ფიქრობს, რომ ახლა ემოციების დრო არ არის და ოპოზიციას გონივრული გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება.
"ქართული ოცნების ოცნება იყო, მეორე დღეს მე იქ ვყოფილიყავი. თქვენ რას ფიქრობთ, ეს ღონისძიება დაგეგმილი იყო მართლა უმცირესობების განადგურების მიზნით? ეს იმ დღეს მთავარი სამიზნე არ იყო, იმ დღეს საარჩევნო კამპანია გახსნეს, სადაც ყველა ზალპქვეშ უნდა მოვყოლოდით. ეს პრელუდია იყო, ამიტომ მე მირჩევნია, ერთი, ორი, სამი, ოთხი, შეიძლება ათი ადამიანი გავანაწყენო, რომლებიც ჩემგან ელიან, რომ პრაქტიკულად ჩიპი დეილი ვარ, სახურავიდან პარაშუტით უნდა დავეშვა და ვიხსნა ტყვეობაში აყვანილი ადამიანები, მაგრამ უარესი იქნებოდა, ბევრად უარესი", — ამბობს მელია.
მისი თქმით, "მომდევნო თვე, სამწუხაროდ, იქნება ბევრად უარესი" და აცხადებს, რომ ოპოზიცია ხელისუფლების მახეში არ უნდა გაებას.
მელია ამბობს, რომ 5 ივლისს, როდესაც ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა ჟურნალისტებზე იძალადეს, თბილისში არ იმყოფებოდა, მეორე დღეს კი აქციაზე შეგნებულად არ მივიდა, რადგან მისი მისვლა სიტუაციას დაძაბავდა. მელიას მტკიცებით, მისი ჩასვლით სისხლი დაიღვრებიდა და ხელისუფლება დამნაშავედ მას გამოაცხადებდა.
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5-6 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. 5 ივლისს დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს და მომდევნო დღეებში გავრცელდა.
6 ივლისის ძალადობის გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია გაიმართა, სადაც მოძალადეები მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც. პოლიცია მოძალადეებს აკავებდა, თუმცა საღამოს, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები ტერიტორიიდან გაიყვანა და მოძალადე ჯგუფები რუსთაველზე შუეშვა. მათ მეორედ ჩამოგლიჯეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა.
ამ ძალადობრივი მოვლენების გამო სამოქალაქო საზოგაოდებისა და ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რადგან მან ვერ უზრუნველყო მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა.
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
კომენტარები