უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი სასამართლო სისტემის შიგნით შესაცვლელს ბევრს ვერაფერს ვერ ხედავს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, რევაზ ნადარაია სასამართლო სისტემის შიგნით შესაცვლელს ბევრს ვერაფერს ვერ ხედავს. ქართული ოცნების დეპუტატის, დავით მათიკაშვილის კითხვას, თუ რას შეცვლიდა სასამართლო სისტემაში, ნადარაიამ სწორედ ასე უპასუხა.
"სასამართლო სისტემის შეცვლაზე გეტყვით ერთ რამეს, ზოგადად, გამოწვევებს უფრო უკავშირდება, ხო, ეს შეკითხვა თავის შინაარსით? პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ სასამართლო სისტემა სწორი გზით ვითარდება. ის, რომ განვითარება გვჭირდება, შეიძლება გარკვეული ტიპის რეფორმები, ეს მუდმივი პროცესია და განვითარება ყოველთვის, ნებისმიერ ეტაპზე სასამართლო სისტემას სჭირდება. მე გამოწვევების კუთხით უფრო ვუპასუხებდი ამას და გამოწვევა ყველამ იცის, თუ მივდივარ სწორად და თუ ამას გულისხმობდით, გამოწვევა, იდენტიფიცირებული პრობლემა არის სასამართლო სისტემისთვის გადაჭარბებული საქმეები ყველა ინსტანციაში, აქედან გამომდინარე, ყველა ვთანხმდებით, რომ ეს გამოწვევა არის დასაძლევი. სასამართლო სისტემის შიგნით შესაცვლელს მე ბევრს ვერაფერს ვერ ვხედავ, მაგრამ სასამართლო სისტემისადმი მიდგომა და დამოკიდებულება რომ შესაცვლელია, ამას ნამდვილად ვხედავ", — განაცხადა ნადარაიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. 4
მისივე თქმით, არათუ სასამართლო სისტემა, არამედ სასამართლოსადმი დამოკიდებულებაა შესაცვლელი.
"ზოგადად, ისმის სასამართლო სისტემის ნდობის კუთხით პრობლემა, პრობლემის საკითხი. მე ვფიქრობ, რომ სასამართლო სისტემას საკმაოდ ნდობა აქვს. მე არ ვამბობ, რომ ეს ბოლო წერტილია, ეს ყოველთვის უნდა განვითარდეს, მაგრამ საკმაოდ ნდობა აქვს სასამართლო სისტემას, უბრალოდ, საქართველოში პრობლემა არის სასამართლო სისტემის ნდობისათვის ხელოვნური და მიზანმიმართული პრობლემების შექმნა, სასამართლო სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაცია", — ამტკიცებს ნადარაია.
უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტში მესამე დღეა უსმენენ. განხილვებში მონაწილეობას არ იღებს საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი. კანდიდატთა მოსმენაზე უარი თქვა სახალხო დამცველმაც. ნინო ლომჯარიამ ამ გადაწყვეტილების მიზეზად სწორედ სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის ერთპიროვნული მმართველობა დაასახელა.
გაიგე მეტი:
- მოსამართლეთა შერჩევის პროცესში რეფორმის გატარებამდე მონაწილეობას არ მივიღებთ — ეკა გიგაური
- სამხარაძის თქმით, "მიუღებელი და გაუგებარია" ლომჯარიას მიერ მოსამართლეების მოსმენაზე უარის თქმა
- ოხანაშვილის თქმით, ლომჯარიას უარი მოსამართლეების მოსმენაზე სხვა ქვეყნის ომბუდსმენებმა რომ გაიგონ, გაოგნდებიან
- ნინო ლომჯარია უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს
- უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების კანონთან შესაბამისობას დასადგენად პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
- ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომა, სადაც მოსამართლეთა საკითხი განიხილებოდა
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
კომენტარები