ხორცი ადამიანთა უმეტესობისთვის საკვები რაციონის განუყოფელი ნაწილია. ის ცილების, ვიტამინებისა და მინერალების კარგი წყაროა.

ადამიანმა ხორცის მოპოვება ათასწლეულების წინ დაიწყო, თუმცა დღეს ჩვენს სუფრაზე ის, ძირითადად, მაღაზიიდან ხვდება. ხშირად დარწმუნებულიც არ ვართ მის წარმომავლობაში, უფრო რთული კი ნახევარფაბრიკატების და ძეხვეულის შემადგენლობის განსაზღვრაა. ხორცის შერჩევის სირთულე ბაზარზე ისეთი ობიექტების ნაკლებობითაც არის გამოწვეული, სადაც მაღალი ხარისხის, ახალი პროდუქტის შეძენას შევძლებთ. სწორედ ამიტომ ანტრეკოტი უნდა გაგაცნოთ, პირველი ქართული, ორგანიზებული საუბნო ქსელი, რომელიც გარანტირებულად სანდო ნედლი ხორცისა და ამავე ხორცისგან დამზადებული პროდუქტების რეალიზაციაზეა ორიენტირებული.

Entrecote • ანტრეკოტი

ფოტო: ანტრეკოტი

ანტრეკოტი თბილისში, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩის 82 ნომერში 2019 წელს გაიხსნა და თავიდანვე პრიორიტეტად დაისახა, ბაზარზე არსებული გარანტირებულად სანდო, ნედლი ხორცისა და ამავე ხორცისგან დამზადებული პროდუქტების დანაკლისი შეევსო. მაღაზიას სპეციალურად შერჩეული ხორცით ის ფერმერები ამარაგებენ, რომლებიც სტანდარტების დაცვით თავიანთი პროდუქტის ხარისხზე ზრუნავენ. ანტრეკოტმა კარგად იცის, რომ ეს ფერმერები თავიანთ პირუტყვს საგულდაგულოდ უვლიან და საკვებად ხარისხიან პროდუქტებს აძლევენ, რაც ხორცის მაღალ ხარისხს განაპირობებს.

ანტრეკოტი მომხმარებლებისთვის ხორცს საგულდაგულოდ არჩევს, შესაბამისად, დახლზე მაღალი ხარისხის, შემოწმებული პროდუქცია ხვდება. ანტრეკოტში ყასაბიც დაგხვდებათ, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია და შეგიძლიათ პირად მრჩევლად იგულოთ. ის თქვენს საკვებ რაციონზე თქვენთან ერთად იზრუნებს.

ფოტო: ანტრეკოტი

მუდმივად ახალი, ნედლი ხორცის რეალიზაცია ანტრეკოტში იმას გულისხმობს, რომ მის შეძენას მიღების დღესვე შეძლებთ. დარჩენილი პროდუქტი კი ქსელის კიდევ ერთ მიმართულებას, ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების დამზადებას ხმარდება, რომელიც ასევე საგულდაგულო შემოწმებას გადის.

ფოტო: ანტრეკოტი

ანტრეკოტი მრავალფეროვანი ასორტიმენტითაა წარმოდგენილი. ის მუდმივად იხვეწება და ახლდება უბანზე ლოიალური მომხმარებლების გემოვნებისა და სურვილების მიხედვით. ახლახან ანტრეკოტმა სამი ახალი ხორცპროდუქტი დაამატა, რომელსაც უბნის გარეთ, გლოვოსა და ვოლტის დახმარებით აწვდის მსურველებს.

ანტრეკოტი სინერჯის პორტფელური კომპანიაა. მისი სამომავლო გეგმები თბილისის სრულად ათვისებას უკავშირდება, რომლის შესრულებაც უკვე დაიწყეს. მომდევნო ფილიალის გახსნა სულ მალე საბურთალოს ტერიტორიაზე იგეგმება.