გაიგეთ, რომელ სერიალებს იხილავთ GDS-ზე გაზაფხულიდან
გაზაფხული - ზაფხულის სატელევიზიო სეზონს ტელეკომპანია GDS ამბიციურად იწყებს. როგორც არხის ხელმძღვანელობა ამბობს, 2015 - 2016 წლებთან შედარებით, არხის აუდიტორია გაორმაგებულია და მაყურებლები საკულტო სერიალებს ელიან.
"GDS-ს 2017 წელს საინტერესო გეგმები აქვს. ჩვენ არხებს შორის მე-3 პოზიციაზე ვართ, რასაც რეიტინგების მთვლელი TVMR-ის AGB NIELSEN-ის შედეგებიც ადასტურებს. ანალოგიურ შედეგს უახლოვდება არხი TMI (Kantar Media)-ს ოფიციალურ მაჩვენებლებშიც. 2015 - 2016 წლებთან შედარებით არხის მაყურებლების რაოდენობა გაორმაგდა. განსხვავებით ყველა სხვა არხისგან, GDS ორიენტირდება ახალგაზრდებზე. ამჟამად არხს საკუთარი გადაცემები არ აქვს და მთლიანადაა გადართული თანამედროვე უცხოურ სერიალებსა და ფილმებზე; რეიტინგის მაჩვენებლების გაუმჯობესების შემდეგ, დიდი ალბათობით GDS კვლავ დაუბრუნდება ვიდეოკონტენტის წარმოებას", - ამბობს GDS-ის მარკეტინგის დირექტორი ზურა შარაშენიძე.
GDS-ს მოლაპარაკებები ჰქონდა ისეთ კომპანიებთან, როგორებიც არიან Disney, Universal, Warner და Paramount. თითოეული ამ კომპანიისგან GDS-მა ჩვენების ექსკლუზიური უფლებით შეიძინა ფილმები და სერიალები.
გაზაფხული-ზაფხულის სეზონი GDS-ზე კრიმინალური დრამის პერიოდია.
ფარგო
ფარგო FX-ის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალია. მისი პრემიერა არხზე 2014 წელს შედგა. შოუს პირველი სეზონი მთლიანად სოციოპათი და დამნაშავე ლორნ მალვოის გარშემო ვითარდება.
პირველ სეზონში მაყურებელი თვალს ადევნებს 2006 წელს მომხდარი მკვლელობების სერიას, რომელსაც პოლიცია იძიებს. მეორე სეზონში დრო იცვლება და 1979 წლის მინესოტაში ვინაცვლებთ, სადაც ქალაქ ლუვერნში მცხოვრები ცოლ-ქმარი ჩადენილი დანაშაულის კვალის დაფარვას ცდილობს. რაც შეეხება მესამე სეზონს, ის ტყუპი ძმების ისტორიას მოგვითხრობს. ორივე მათგანს ივან მაკგრეგორი ასახიერებს. ძმების მეტოქეობა ქურდობით იწყება და მკვლელობით გვირგვინდება. დანაშაულს მარტოხელა დედა გლორია იძიებს, რომელიც ამ საქმიანობის პარალელურად, ცდილობს, საკუთარი ცხოვრებაც დაალაგოს.
გაბოროტებული
გაბოროტებული ამერიკული ტელესერიალია, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებას მიჰყვება მასწავლებლობიდან - ნარკოდამნაშავეობამდე. სერიალი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება პროტაგონისტი გადაიქცეს ანტაგონისტად. მეოჯახე კაცი, ვოლტერ ვაითი აღმოაჩენს, რომ კიბო აქვს და სულ ცოტა დრო დარჩა სიცოცხლისთვის. რაკი დასაკარგი აღარაფერი აქვს, ქიმიის მასწავლებელი მეტამფეტამინის დამზადებას დაიწყებს ყოფილ მოსწავლესთან, ჯესი პინკმენთან ერთად. ეს არის სერიალი, რომელსაც თვალს ვერ მოაშორებთ.
შავი სია
სერიალი ყოფილი აგენტის, რაიმონდ რედინგტონის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც გადაწყვეტს, FBI-ს ჩაბარდეს.
გრეის ანატომია
გრეის ანატომია, უკვე წლებია, GDS-ის სავიზიტო ბარათია. შონდა რაიმსის მიერ შექმნილი შედევრი ახალი სეზონით დაბრუნდება ეთერში.
შავი კოდი
კიდევ ერთი სამედიცინო დრამა, რომელიც ლოს-ანჯელესის საავადმყოფოს პერსონალზე მოგვითხრობს.
ამერიკული საშინელებათა ისტორია
გრეის ანატომიის მსგავსად, ამერიკული საშინელებათა ისტორიაც დიდი ხანია რაც არხზე გადის. ახალ სეზონს სულ მალე ვიხილავთ.
ქუანტიკო
FBI-ს ახალწვეულები ვირჯინიაში ქუანტიკოს ბაზაში იწყებენ მომზადებას. თითოეულ მათგანს საკუთარი მიზანი აქვს, რის შესახებაც ფლეშბექებით შევიტყობთ, ხოლო წინ გადახტომისას 9/11-ის შემდგომ ყველაზე დიდ ტერაქტს ვიხილავთ, რომელზე პასუხისმგებელიც ერთ-ერთი ახალწვეულია.
ჰანიბალი
უილ გრეჰემი ფედერალურ ბიუროსთან ერთად სერიულ მკვლელს ეძებს. მას უნიკალური აზროვნება ეხმარება, ღრმად შეიგრძნოს სხვა ადამიანის შინაგანი განცდები. უოლს შეუძლია გაიგოს მკვლელობის მიზეზი და ის, თუ რამ გამოიწვია დანაშაული. მაგრამ როცა მას მკვლელის პოვნა უჭირს, ასეთ შემთხვევებში ის ჰანიბალ ლექტერს მიმართავს.
კრიმინალური აზროვნება
კრიმინალური აზროვნება GDS-ზე გრძელდება.
შილდის აგენტები
ABC-სა და MARVEL-ს ერთობლივი სერიალი, რომელიც Avengers-ის შემდგომ პერიოდზე მოგვითხრობს.
სიმართლის ანატომია
როცა ბრწყინვალე ნეიროქირურგის კარიერა ნაადრევად შეწყდება, ის გადაწყვეტს თავისი სამედიცინო უნარები მკვლელობების გამოძიებისთვის გამოიყენოს. ნებისმიერ გვამს თავისი ამბავი აქვს, ექიმი მეიგან ჰანტი კი მის გაგებას აპირებს.
საიდუმლოები და ტყუილები
ისტორიის ეპიცენტრში ბენია, რომელიც ყოველდღიური ვარჯიშის დროს ოთხი წლის ბავშვის გვამს იპოვის. ეს ამბავი მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს.
ხაფანგი
ელისი ლოს-ანჯელესის საუკეთესო კერძო დეტექტივია, მაგრამ მისი წარმატებული ცხოვრება ინგრევა მას შემდეგ, რაც ქმარი გაძარცვავს და გაიქცევა.
აღქმა
ექიმი დანიელ პირსი ნიჭიერი, მაგრამ ექსცენტრული ნეიროქირურგია, რომელსაც FBI განსაკუთრებით რთული საქმეების გამოძიებაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
-
გადახედვაქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა ქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა
კომენტარები