ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრის, დავით ქაცარავს თქმით, ატოცში მავთულხლართებს აქეთ გადმოსული რუსი ჯარისკაცი შენიშნეს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა და ფაქტის ამსახველი ვიდეო გაავრცელა.

"ამ წუთას ატოცში, იმ ადგილას, სადაც რამდენიმე დღის წინ დავაფიქსირეთ მავთულხლართების გაბმის პროცესი, დღეს უკვე მავთულხლართების აქეთ გადმოსული ოკუპანტი გადავიღეთ. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ორკები უპრობლემოდ კვეთენ მათ მიერვე დაწესებულ ოკუპაციის ხაზებს, ზოგიერთები ამ ინფორმაციას ყურად არ იღებენ", — წერს ის.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში On.ge-ს უთხრეს, რუსი ჯარისკაცი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოსულა და ინციდენტი საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხდა. მათივე თქმით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.