ევროკომისარის, ოლივერ ვარჰეის თქმით, ახარებს ის ფაქტო, რომ დღეს ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებდა იმ ადგილას, რადაც უნდა ყოფილიყო. აღნიშნული განცხადება ევროკომისარმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციისას გააკეთა.

"მახარებს ის ფაქტი, რომ მნიშვნელოვანი წინსვლაა მიღწეული საარჩევნო რეფორმის კუთხით და ასევე მინდა, ვიხილო წინსვლა სასამართლო რეფორმის მიმართულებით და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით. ბოლოს უნდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც გუშინ და გუშინ წინ ქვეყანაში მოხდა. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი ბატონ პრემიერთან და მიმაჩნია, რომ მისი სახელითაც ვსაუბრობ ახლა, როცა ვამბობ, რომ არ არსებობს ძალადობის სივრცე, ძალადობიდან არაფერი იშვება. არასოდეს არ წარმოიშვება, არც მომავალში და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც არ იქნება შეზღუდული ძალადობით, ან რაიმე სახის დისკრიმინაციით, აი, ეს უნდა არსებობდეს ქვეყანაში, გამოხატვის თავისუფლება. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გაერთიანდეს, შეიკრიბოს და გამოხატოს თავისუფლად თავისი მოსაზრება. ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ ყველამ სცეს პატივი ამ თავისუფლებას, ამიტომ გვინდა ვიხილოთ, როგორ განხორციელდება მოვლენები და პროცესები. რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ პარლამენტში მივედი დღეს დილით და ვნახე, რომ ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებდა იმ ადგილას, სადაც უნდა ყოფილიყო", — ამბობს ევროკომისარი.

ძალადობრივი და ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა 2-ჯერ ჩამოგლიჯეს და დაწვეს. ბოლო შემთხვევა გუშინ, 6 ივლისს მოხდა, როცა პოლიციამ ჟურნალისტები და აქტივისტები პარლამენტის ტერიტორიას განარიდა და ისინი შეუშვა. დღეს, 7 ივლისს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ დროშა ხელახლა დაკიდა.