ეკონომიკისა მინისტრმა, ნათია თურნავამ 5 ივლისს, ხეთაგუროვის ქუჩაზე დაჭრილი ტურისტი ალადაშილის კლინიკაში მოინახულა.

"ნათია თურნავას თქმით, მოხდა სამწუხარო ფაქტი და ნებისმიერი მსგავსი ძალადობის ფაქტი აზიანებს ჩვენს იმიჯს, როგორც ტურისტული ქვეყნის.

მისივე განცხადებით, პოლონელ ტურისტთან დაკავშირებული ინციდენტი არის ერთეული სამწუხარო შემთხვევა და არ ასახავს ტურისტებთან დამოკიდებულებაში ქვეყანაში არსებულ სურათს", — ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ტურისტის დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძეც. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ფაქტს კავშირი არ აქვს თბილისი პრაიდთან.

გაიგე მეტი: