თანამედროვე სამყაროში სილამაზის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია. პლასტიკური ოპერაციები, ინსტაგრამ ფილტრები, ცნობილი ადამიანების მიერ დამკვიდრებული ხშირად არაჯანსაღი და მიუწვდომელი სტანდარტები — თანამედროვე სამყაროში ადამიანები, განსაკუთრებით კი ქალები განუზომელი წნეხის ქვეშ ექცევიან.

ეს მხოლოდ 21-ე საუკუნის პრობლემა როდია — როგორც აღმოჩნდა, წარსულში ადამიანები სილამაზის სტანდარტების დაკმაყოფილების ხათრით დაუჯერებელ, უცნაურ და ხშირად ჯანმრთელობისთვის საშიშ მეთოდებს მიმართავდნენ.

1. მე-19 საუკუნეში უამრავი ქალი სპეციალურად დამზადებულ დარიშხნის ფირფიტებს მიირთმევდა, რომელიც კანს აფერმკრთალებდა. მის გვერდით მოვლენებს კიბო, სიმელოტე და ეპილეფსია წარმოადგენდა. 1902 წელს აღნიშნული ფირფიტები მაღაზიაშიც კი იყიდებოდა.

2. შუა საუკუნეებში შუბლი ქალის სახის ყველაზე ლამაზ ნაწილად ითვლებოდა. ქალები აქცენტის შუბლზე გადასატანად ხშირად წარბებსა და წამწამებს იქრობდნენ.

3. რომაელები კბილების გასათეთრებლად პირში შარდს ივლებდნენ. განსაკუთრებული პოპულარობით პორტუგალიიდან იმპორტირებული შარდი სარგებლობდა.

4. მე-18 საუკუნეში თმის სპრეის გამოგონებამდე ადამიანები პარიკებისთვის ფორმის მისაცემად ქონს იყენებდნენ. ასეთი პარიკები, სამწუხაროდ, ვირთხებს იზიდავდა, ამიტომ ვარცხნილობის დასაცავად ქალები თავზე სპეციალური გალიებით იძინებდნენ.

5. მე-18 საუკუნეში საფრანგეთში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა გამოკვეთილი ვენები. ამისათვის ადამიანები ვენებს ლურჯი ფანქრით იღებავდნენ.

6. ძველ რომში გლადიატორების ბრძოლის შემდეგ მათი ოფლი სუვენირების სახით იყიდებოდა. გლადიატორების ოფლს ქალები სახის დასატენიანებლად იყენებდნენ და ის სილამაზის ელექსირადაც კი მიიჩნეოდა.

7. 1936 წელს ლოყებზე ფოსოები იმდენად პოპულარული იყო, რომ იზაბელა გილბერტმა სპეციალური ხელსაწყო გამოიგონა, რომელიც, რა თქმა უნდა, წარუმატებელი აღმოჩნდა.

8. ედოს პერიოდის იაპონიაში კბილების შავად შეღებვა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. ის სილამაზის სიმბოლოდ აღიქმებოდა და კბილებს სიჯანსაღეს უნარჩუნებდა. აღნიშნული ტრადიცია იაპონიაში 1870 წელს აიკრძალა. აღსანიშნავია, რომ კბილების შავად შეღებვა სხვა ქვეყნებშიც იყო პოპულარული და ზოგიერთი ადამიანი ამ ხერხს დღემდე მიმართავს.

ამავე თემაზე: